"სამადაშვილმა სიცრუის ბინძურ ხერხს მიმართა"

"სამადაშვილმა სიცრუის ბინძურ ხერხს მიმართა"

"ქართული ოცნების" გაოცება გასული კვირის მიწურულს თბილისის საკრებულოში წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით (24 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი) ზაალ სამადაშვილის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დარჩენამ გამოიწვია. არჩევა-დარჩენის ციებ-ცხელებას წინ უსწრებდა "ნაციონალთა" ფრაქციის წევრების წერილობითი მოთხოვნა, რომ სამადაშვილს თანამდებობა დაეტოვებინა(!), რაზეც მან განაცხადა: "არც ერთი ჩემი კოლეგის არათუ ტანჯვა-წამებად, სტრესადაც არ მიღირს სკამი და თანამდებობა. ამიტომაც გადავწყვიტე, დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრაზე დამეყენებინა თანამდებობის შენარჩუნების ან დატოვების საკითხი." სამადაშვილმა განაცხადა, რომ თურმე ნახევარი წლის მანძილზე დევნიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და მათ გადაბირებას ცდილობენ, რათა ქვეყანაში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაც დაიკავოს. სამადაშვილის თქმით, ის თანამდებობას არ ჩაებღაუჭება, თუმცა არც ბრძოლის ველიდან გაქცევა სჩვევია, ამიტომ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ საშუალებად კენჭისყრა მიაჩნია.

საკრებულოს სხდომაზე მის გადაყენებას მხარი არავინ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ მიუღიათ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამაც განაცხადეს, რომ ფინანსური პოლიცია და შსს საკრებულოს წევრების დაშინებას ცდილობდნენ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს და სამადაშვილი კვლავ საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩა.

"კვირის პალიტრა" ესაუბრა საკრებულოს წევრ ჯაბა სამუშიას:

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისელებს თეატრალური წარმოდგენა უჩვენა. ეს იყო ფარსი. როგორც კი დაინახა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ მათი უმრავლესობა იშლებოდა, საკრებულოდან ეცლებოდათ ხალხი, მიმართეს ძალაუფლების განმტკიცების უზნეო ხერხს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა