უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაბრუნდნენ

უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაბრუნდნენ

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაბრუნდნენ. ისინი სამი თვის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე აღარ იდგნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებს და ტურისტებს ამ ეტაპზე პრობლემებს არ უქმნიან.

2012 წლის 6 მაისამდე უდაბნოს მონასტრის დათვალიერება და მოლოცვა თავისუფლად იყო შესაძლებელი. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მონასტერთან ახლოს მანამდეც პატრულირებდნენ, თუმცა ისინი არ სცდებოდნენ რკინის იმ კონსტრუქციას, რომელიც კლდეში გამოკვეთილ ეკლესიებსა და სენაკებს სიგრძეზე გასდევს. ამ კონსტრუქციას, გარდა იმისა, რომ მას ტურისტები მოსაჭიდებლად იყენებენ, ე.წ. პირობითი საზღვრის ფუნქციაც ჰქონდა. 6 მაისს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მხარეს გადმოიწიეს და უდაბნოს მონასტრის კელიების მიმდებარე ბილიკზე განთავსდნენ. მესაზღვრეები 5 დღის განავლობაში ტერიტორიაზე ბერებს, ტურისტებს და მომლოცველებს არ უშვებდნენ. მოლაპარაკებების შემდეგ, დავით გარეჯში სტატუს-ქვო აღდგა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"