სააკაშვილი "კომედი შოუს" მსახიობებთან გაერთო

სააკაშვილი "კომედი შოუს" მსახიობებთან გაერთო

"კომედი შოუს" მსახიობებისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მეგობრობაზე საზოგადოება დიდი ხანია, საუბრობს. როგორც ჩანს, მეგობრობა გრძელდება. ამის დასტური კი 30 მარტს რესტორან "გაგრაში" გამართული წვეულებაა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით გაირკვა, რომ რესტორანში კორპორაციული წვეულება იყო, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოულოდნელად მივიდა ნიკა გვარამიასთან ერთად.

რესტორან "გაგრაში" პრეზიდენტის სტუმრობის ამსახველი ფოტოსურათები ერთ-ერთ სოციალურ ქსელში "კომედიშოუელმა" ვახო ბიჭიკაშვილმა განათავსა, სახელწოდებით "ბატონი პრეზიდენტი". სააკაშვილი რესტორანში ღამის 11 საათზე მივიდა, კარგად გაერთო, რამდენიმე ჭიქაც დალია და დაახლოებით ერთ საათში წავიდა.

P.S. ამ თემაზე საუბრისაგან "კომედი შოუს" მსახიობებმა და რესტორან "გაგრის" თანამშრომლებმა თავი შეიკავეს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"