ფოთის პორტში ინდური კამეჩის ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავეს

ფოთის პორტში ინდური კამეჩის ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავეს

ფოთის პორტის საბაჟოზე ინდური კამეჩის ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ფოთის პორტის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ინდოეთიდან საქართველოში 56 000 კილოგრამი კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერი შემოვიდა.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ფოთის პორტის ვეტერინარების მიერ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების შედეგად დადგინდა, რომ გაყინული კამეჩის ხორცი საქართველოს იმპორტის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის #429 დადგენილების თანახმად, სანებართვო, ასევე ტრანსპორტირებისთვის დადგენილი სავალდებულო პირობების დარღვევის გამო, მავნებელი სურსათი ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ექვემდებარება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"