"საქართველოში ნებისმიერ აბრაზე ქართულენოვანი წარწერა უნდა იყოს"

"საქართველოში ნებისმიერ აბრაზე ქართულენოვანი წარწერა უნდა იყოს"

პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს "რეკლამის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, სარეკლამო აბრაზე ქართულენოვანი წარწერა სავალდებულო იქნება. კანონის ამ მოთხოვნის უგულებელყოფა 5.000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, კანონის პირველად დარღვევა გაფრთხილებას ითვალისწინებს, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 200 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის - 3.000 ლარი. ხოლო თუ კანონს მესამედ და მეტჯერ დაარღვევენ, ჯარიმის ოდენობა უკვე 5.000 ლარს მიაღწევს.

ამ საკითხზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ნუკრი ქანთარიას ვესაუბრებით.

- რატომ ვერ მოხერხდა ამ კანონპროექტის ინიცირება და განხილვა აქამდე, ხომ არ უკავშირდება ეს 14 აპრილის, ქართული ენის დღის მოახლოებას?

- არა. ამგვარი მუხლი კანონში აუცილებლად უნდა იყოს. ბუნებრივი და სამართლიანია, რომ საქართველოში ნებისმიერ აბრაზე, პირველ რიგში, ქართული წარწერა უნდა იყოს. და თუ ეს ყველაფერი 14 აპრილს დაემთხვა, უკეთესიც არის.

- ჯერ კიდევ არ არის მიღებული კანონი "სახელმწიფო ენის შესახებ". ამ საკითხზე თუ მუშაობს პარლამენტი?

- სხვადასხვა კომიტეტში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მოვიწვევთ სპეციალისტებს და საზოგადოების აზრის გათვალისწინებით შევიმუშავებთ კანონს "სახელმწიფო ენის შესახებ".

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"