H1N1-ის შემთხვევებმა იკლო, ხოლო წითელას შემთხვევები კვლავ ხშირია

H1N1-ის შემთხვევებმა იკლო, ხოლო წითელას შემთხვევები კვლავ ხშირია

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევებმა იკლო, ხოლო წითელას შემთხვევები კვლავ ხშირია. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიმდინარე წელს H1N1-ის 310 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 28 პაციენტი გარდაიცვალა. მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ღორის გრიპის შემთხვევებმა იკლო.

რაც შეეხება წითელას, რეგისტირებულია 726 შემთხვევა, მათ შორის 566 შემთხვევა - თბილისში. წითელას ინფექციით 11 თვის გოგონა და 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალნენ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია 7 წლამდე ასაკის იმ ჯგუფებისთვის უფასოა, რომლებსაც გამოტოვებული აქვთ გეგმური აცრა. ასევე, უფასოა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია წითელათი დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი ადამიანებისთვის.

რამდენიმე დღეში უფასო ვაქცინაცია სამედიცინო მუშაკებსაც ჩაუტარდებათ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"