ინდური ტელეკომპანია - ქართველი ფერმერები ინდოელების ჩასვლის გამო შეშფოთებულნი არიან

ინდური ტელეკომპანია - ქართველი ფერმერები ინდოელების ჩასვლის გამო შეშფოთებულნი არიან

საქართველოში ჩამოსახლებული ინდოელი ფერმერების შესახებ სიუჟეტს ამჯერად ერთ-ერთი ინდური ტელეკომპანია- NDTV ავრცელებს. როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, პენჯაბელი ფერმერები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა საქართველოში ჩადიან, რადგან იქაური იაფი მიწებითა და ნოყიერი ნიადაგით ცდუნდებიან. თუმცა, ადგილობრივი ქართველი ფერმერები მათი ჩასვლის გამო შეშფოთებულნი არიან.

როგორც სიუჟეტის ავტორები აცხადებენ, საქართველოში უკვე აღარ უკვირთ ფერად ინდურ კოსტიუმებში გამოწყობილი ფერმერების დანახვა და მათ მიერ იმ მიწების დამუშავება, რომლის დამუშავებაც ქართველებმა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეწყვიტეს.

"ჩვენი ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. სინგჰების 90% ამ საქმიანობითაა დაკავებული. ჩვენ სოფლის მეურნეობას ვეკუთვნით და ის სისხლსა და ხორცში გვაქვს გამჯდარი", - აცხადებს NDTV-სთან საუბრისას საქართველოში ჩამოსახლებული ინდოელი ფერმერი რანჯობ სინგჰი.

"2011 წელს, - ნათქვამია სიუჟეტში, - საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის წარმოების გაფართოება უცხოელთა იმიგრირების მხარდაჭერით გადაწყვიტა, რომელთაც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ცოდნა და კარგი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში. თუმცა, ყველა ქართველი არ არის ბედნიერი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებით. ზოგიერთი მათგანი წუხს, რომ მცირე მიწების გაღატაკებული მფლობელები იოლად ცდუნდებიან თავიანთი მიწების უცხოელების მიყიდვით", - აღნიშნულია ტელეკომპანია NDTV-ის სიუჟეტში.

"ყურადღება უნდა მიექცეს მიწების ყიდვის საკითხს. ეს არ უნდა მოხდეს პირდაპირი აკრძალვის გზით, არამედ, ჩვენი საკუთარი რესურსებისა და ინსტრუმენტების გაუმჯობესებით. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს ისე, რომ დაიცვას ჩვენი მიწების მფლობელები და არ მიყიდოს მიწები უცხოელებს", - აცხადებს NDTV-სთან საუბრისას "ქართველ ფერმერთა კავშირის" დამფუძნებელი რაულ ბაბუნაშვილი.

როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, საქართველოს ახალმა მთავრობამ უკვე დაიწყო სოფლის მეურნეობის დახმარებისკენ მიმართული პროექტების განხორციელება, რომელიც ადგილობრივი მოსავლის გაზრდისკენაა მიმართული. ამ მიზნით მთავრობა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვას, მათ შორის ნიადაგის სარწყავი და თხევადი სასუქების გამოყენებას გეგმავს, - ნათქვამია ინდური ტელეკომპანია NDTV-ის სიუჟეტში.

მომზადებულია NDTV-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"