ვა­ლე­რი ხა­ბურ­ძა­ნია: "ი­რაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ მოხ­სე­ნე­ბა რომ წა­ი­კითხ­ა, ლა­მის სკა­მი­დან გა­და­ვარ­და"

ვა­ლე­რი ხა­ბურ­ძა­ნია: "ი­რაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ მოხ­სე­ნე­ბა რომ წა­ი­კითხ­ა, ლა­მის სკა­მი­დან გა­და­ვარ­და"

გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლის" მე-13 ნო­მერ­ში (27 მარ­ტი-­2 აპ­რი­ლი) და­ი­ბეჭ­და შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის ინ­ტერ­ვიუ სა­თა­უ­რით - "ხა­ბურ­ძა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბა საკუთარ დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მხო­ლოდ უნი­ჭო ბა­ქი­ა­ო­ბა­ა". ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე გა­ა­ღი­ზი­ა­ნა იმან, რომ ვა­ლე­რი ხა­ბურ­ძა­ნი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ეს­ტროს" ეთერ­ში პან­კი­სის ხე­ო­ბის კრი­მი­ნა­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში მხო­ლოდ უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და შსს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი არ უხ­სე­ნე­ბი­ა.

ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ვა­ლე­რი ხა­ბურ­ძა­ნია მოს­კო­ვი­დან დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვთხო­ვა, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის­თვის ჩვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით ეპა­სუ­ხა:

- რო­დე­საც "მა­ეს­ტროს" გა­და­ცე­მა "პრეს­-პრეს­ში" პან­კი­სის ხე­ო­ბის შე­სა­ხებ მკითხ­ეს, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მხო­ლოდ ჩემს უწყ­ე­ბა­ზე გა­ვა­კე­თე აქ­ცენ­ტი და არა შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე შსს-ს თა­ნამ­შრო­მელ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბა და­ვაკ­ნი­ნე. მე რომ შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან ვინ­მე მეხ­სე­ნე­ბი­ნა და გა­მომ­რჩე­ნო­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე, რო­მე­ლიც მარ­თლაც უშუ­ა­ლოდ ახორ­ცი­ე­ლებ­და ან­ტიკ­რი­მი­ნა­ლურ სპე­ცო­პე­რა­ცი­ებს პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, მი­სი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და.

ამ ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­ცა ყვე­ლა თავს იწო­ნებ­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლით, ვა­ლე­რი ხა­ბურ­ძა­ნია არა­ვის გახ­სე­ნე­ბი­ა. როდესაც პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, უშიშ­როების წარმომადგენლების მხრი­დან მხო­ლოდ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ახ­სე­ნებენ. მე არც მის დამ­სა­ხუ­რე­ბას ვაკ­ნი­ნებ, მაგ­რამ დი­დი შრო­მა მაქვს გა­წე­უ­ლი. რა­საც ახ­ლა გეტყ­ვით, ჯერ არა­ვის­თვის მით­ქვამს და ეს ადას­ტუ­რებს, რომ ვა­ლე­რი ხა­ბურ­ძა­ნია გულხელ­დაკ­რე­ფი­ლი არ მჯდარა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­სას.

მე 2001 წელს და­ვი­ნიშ­ნე უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრად, მაგ­რამ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში იმ­ხა­ნად ტე­რო­რის­ტე­ბის მთე­ლი ნა­კა­დი მოქ­მე­დებ­და. სწო­რედ ამ დროს ამე­რი­კულ­მა მხა­რემ არა­ბებს შე­უწყ­ვი­ტა და­ფი­ნან­სე­ბა, ამი­ტომ ჩეჩ­ნებ­მა და­იწყ­ეს პან­კის­ში უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა, სა­ქონ­ლის მო­პარ­ვა და სხვა. პირ­ვე­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის უშე­დე­გოდ დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ორ­ლუ­ლი­ა­ნი თო­ფე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ახ­მე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბა შე­იკ­რი­ბა გამ­გე­ო­ბას­თან და გა­ნაცხ­ა­და - რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ვერ გვი­ცავს, თვი­თონ­ვე და­ვი­ცავთ სა­კუ­თარ თავ­სო. ამას და­ერ­თო ავ­ღა­ნელ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე კახ­ნი­ა­უ­რის მი­ერ მოწყ­ო­ბი­ლი აქ­ცი­აც და ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცი­ა. ორი კვი­რის და­ნიშ­ნუ­ლი ვი­ყა­ვი მი­ნის­ტრად, რო­ცა ჩა­ვე­დი პან­კის­ში და ჩე­მი თვა­ლით ვნა­ხე, რაც იქ ხდე­ბო­და. ხე­ო­ბა სრულ ქა­ოსს მო­ეც­ვა. მა­ტან­ში გა­მაგ­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ ჩეჩ­ნე­ბი. მა­ტა­ნის ბლოკ­-პოს­ტზე დამ­ხვდნენ მში­ე­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო­ფორ­მი­ა­ნი ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი. ვუთხ­ა­რი, გა­მა­ტა­რეთ, მი­ნის­ტრი ვარ­-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხეს, ბა­ტო­ნო ვა­ლე­რი, იქ­ნებ თა­ვი აა­რი­დოთ მა­ტან­ში შეს­ვლა­სო. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­ჩერ­და ჯი­პი, სა­ი­და­ნაც გად­მო­ვი­და რუს­ლან გი­ლა­ე­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პი­რებ­თან ერ­თად. გი­ლა­ევ­მა შე­მო­მით­ვა­ლა: მარ­თა­ლი­ა, უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრი ხარ, მაგ­რამ ვერ შე­მო­გიშ­ვე­ბო. და­ძა­ბუ­ლო­ბას მო­ვე­რი­დე და დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში, სა­დაც მთავ­რო­ბის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სხდო­მის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მკითხ­ეს - პან­კის­ში გი­ლა­ე­ვი მარ­თლა არი­სო? ინ­ფორ­მა­ცია და­ვა­დას­ტუ­რე. ატყ­და ერ­თი ამ­ბა­ვი. და­მი­რე­კა ნუგ­ზარ სა­ჯა­ი­ამ და მი­საყ­ვე­დუ­რა - მეც ვი­ცი, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­მაც, რუ­სებ­მაც და ამე­რი­კე­ლებ­მაც, გი­ლა­ე­ვი პან­კის­ში რომ არის, მაგრამ ეს ტე­ლე­ვი­ზი­ით რამ გათ­ქმე­ვი­ნა­ო? ვუთხ­ა­რი, თუ­კი მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იცის, მარ­ტო თბი­ლისს რა­ტომ უმა­ლავ­დით­-მეთ­ქი. ამის შემ­დეგ შე­ვარ­დნა­ძის და­ვა­ლე­ბით შე­ვად­გი­ნე გი­ლა­ე­ვის პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან გან­დევ­ნის გეგ­მა. ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ეს ათ­გვერ­დი­ა­ნი მოხ­სენე­ბა რომ წა­ი­კითხ­ა, ლა­მის სკა­მი­დან გა­და­ვარ­და, გა­ოგ­ნდა მი­ნის­ტრთა საბ­ჭოც, მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო იმის შეტყ­ო­ბა, რომ ხე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ "ალ­-ქა­ი­დას" ტე­რო­რის­ტე­ბი, ასე­ვე რუ­სე­თის ნო­მე­რი პირ­ვე­ლი ტე­რო­რის­ტი... სას­წრა­ფოდ მი­ხე­დე ამ სა­კითხ­სო - მითხ­რა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ. 2001 წლის დე­კემ­ბერ­ში 2 კვი­რით წა­ვე­დი პან­კის­ში, თან მახ­ლდა გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მელ­საც იმ­ხა­ნად "ა­ლა­ლოს" ვე­ძახ­დით, მაგ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სამ­სა­ხურ­ში ჩა­დო­მის შემ­დეგ ტრან­სფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და - მონ­სტრად აქ­ცი­ეს და "ბო­რო­ტას" ეძახ­დნენ (გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე - შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე - დ.ლ.). ერთ სა­ღა­მოს ჩე­მი ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი რეს­ტო­რან­ში წა­ვი­და, იქ­ვე ქე­ი­ფობ­დნენ ჩეჩ­ნე­ბიც. ჩეჩ­ნებ­მა ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის სუფ­რას­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს. რეს­ტორ­ნი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ქარ­თვე­ლებ­სა და ჩეჩ­ნებს შო­რის ჩხუბი ატყ­და. ამ მო­მენ­ტში ჩემ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ცეცხ­ლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა, რომ­ლე­ბიც საა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. და­მი­რე­კა შე­ვარ­დნა­ძემ და მითხ­რა - შენ, ძმაო, რო­გორც აამ­ყრა­ლე მა­ქა­უ­რო­ბა, ისე და­აწყ­ნა­რე, თო­რემ თვა­ლით არ და­მე­ნა­ხო­ო. ზუს­ტად ორ კვი­რა­ში გა­მოს­წორ­და მდგო­მა­რე­ო­ბა. ხალ­ხი სა­კუ­თარ ოჯა­ხებს და­უბ­რუნ­და. გა­ვა­ნე­იტ­რა­ლეთ რუ­სე­თის 10 სა­უ­კე­თე­სო ამ­ფეთ­ქე­ბე­ლი, ბა­ჩა­ე­ვი და გა­ჩი­ა­ე­ვი და­ვი­ჭი­რეთ, 2 ტე­რო­რის­ტი კი გა­ვა­ნად­გუ­რეთ. მე იმ­ხა­ნად ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი და დავ­დე პი­რო­ბა, რომ ჩეჩ­ნე­ბის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და ხე­ო­ბა ქარ­თუ­ლი ძა­ლე­ბით. ამას­თა­ნა­ვე, რუს­ლან გი­ლა­ევ­მა თქვა, რომ ის სა­კუ­თარ ძა­ლებ­თან ერ­თად და­ტო­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს. შემ­დეგ კი პან­კი­სის სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და.

სტატია: "რა­საც ახ­ლა გეტყ­ვით, არა­ვის­თვის მით­ქვამს"

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა