მეუღლეზე შურისძიების მიზნით მამაკაცმა სახლი დაწვა და 6 შვილი იმსხვერპლა

მეუღლეზე შურისძიების მიზნით მამაკაცმა სახლი დაწვა და 6 შვილი იმსხვერპლა

ბრიტანეთში მცხოვრებმა მაიკლ ფილპოტმა ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით სახლი დაწვა და 6 შვილი იმსხვერპლა. ამ დროს მისი 6 შვილი შინ იმყოფებოდა. მაიკლმა სახლის გადაწვის გეგმა ამჟამინდელ მეუღლესთან, მეირიდთან და კიდევ ერთ თანამზრახველთან ერთად შეიმუშავა.

როგორც ბრალმდებელმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, "მაიკლ ფილპოტს მუშაობა არ სურდა. მისი მთავარი მიზანი იყო, რომ სახლი ბავშვებით ავსებულიყო და ამის ხარჯზე შემწეობა მიეღო". სწორედ ამიტომ ცხოვრობდა 11 ბავშვი ერთ სახლში. თუმცა, მოგვიანებით ყოფილი მეუღლე, ლიზა უილისი სახლიდან წავიდა და თან 5 შვილის წაყვანაც განიზრახა.

6 ბავშვი ფილპორტისა და მისი ამჟამინდელი მეუღლის იყო. 4 შვილი მამაკაცს ლიზასგან შეეძინა. (1 შვილი ლიზას პირველი მეუღლისგან ყავდა). გარდა ამისა, მაიკლს 3 სხვა ქალისგან კიდევ 6 შვილი ჰყავდა. საერთო ჯამში მაიკლი 17 ბავშვის მამა იყო. თუმცა, მას შვილების აღზრდა-განათლებისთვის ფული საკუთარი ჯიბიდან არასდროს დაუხარჯავს. პატარები  საქველმოქმედო პენსიაზე იყვნენ დამოკიდებულნი.

როგორც დასავლურ პრესაში წერენ, მამაკაცმა ხანძარი იმისთვის გააჩინა, რომ ყოფილი ცოლი კრიმინალში დაედანაშაულებინა და თავად უფრო დიდი სახლი მიეღო. მამაკაცმა ხანძრის გაჩენა ბავშვებზე მეურვეობის მოპოვების გამოც გადაწყვიტა. როცა ლიზამ სახლი დატოვა, მაიკლმა მისი და ბავშვების სახლში დაბრუნება განიზრახა, რათა შემწეობა არ დაეკარგა. როგორც სასამართლოში განაცხადეს, თანამზრახველები გეგმავდნენ, 6 ბავშვი სახლის უკანა საძინებელში შეეყვანათ, სადაც დიდი ფანჯარა იყო და პატარები კიბის დახმარებით ადვილად ჩავიდოდნენ ეზოში, მაგრამ გეგმა სრულიად შეიცვალა, რადგანაც ცეცხლი 2 წუთში აალდა და ხანძარი უფრო მასშტაბური გახდა, ვიდრე ელოდნენ.

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მაიკლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მის მეუღლესა და მესამე პირს კი დანაშაულში თანამონაწილეობისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ