მსახიობ დოდო აბაშიძის ბიუსტს ლურჯი საღებავი შეასხეს

მსახიობ დოდო აბაშიძის ბიუსტს ლურჯი საღებავი შეასხეს

თბილისში ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის ძეგლი შეღებეს. მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ბიუსტს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ეს ფაქტი სავარაუდოდ, წუხელ ღამით მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთაწმინდის გამგებლის მოადგილე ივა ჭყონიამ განუცხადა, შემთხვევა სავარაუდოდ, წუხელ ღამე მოხდა. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა და შეისწავლეს სამართალდამცველებმა. მისი თქმით, დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან. თუმცა, უცნობია, ვინ შეღება დოდო აბაშიძის ძეგლი.

გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანების მუხლით.

გარდა ამისა, თბილისში ასევე შეღებილია შევჩენკოს ძეგლი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ძეგლი, სავარაუდოდ, წუხელ შეღებეს ლურჯი საღებავით. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევის ადგილი უკვე დაათვიერეს სამართალდამცველებმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"