მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოიტეხა

 მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოიტეხა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტამბულში მკურნალობს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ანტალიაში ველოსიპედით სეირნობისას ხელი მოიტეხა.

მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვისაც საავადმყოფოში რჩება, რის გამოც თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო.

"ინტერპრესნიუსი", აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ დრომდე ვერ უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილი თურქეთში სამუშაო ვიზიტით 6 აპრილს გაემგზავრა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"