მიხეილ სააკაშვილი ტრაილერს შეეჯახა

მიხეილ სააკაშვილი ტრაილერს შეეჯახა

თურქული მედია საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებულ შემთხვევის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც რამდენიმე თურქული სააგენტო იუწყება, მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით სეირნობისას საავტომობილო გზაზე გადავიდა და ტრაილერს შეეჯახა. მას, ხელის მოტეხილობის გარდა, სხვა დაზიანებებიც აღენიშნება.

"ინტერპრესნიუსისთვის" დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სტამბულის საავადმყოფოში მკურნალობს. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ანტალიაში ველოსიპედით სეირნობისას ხელი მოიტეხა. მომხდარის გამო თურქეთში პრეზიდენტის მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო.

მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში 6 აპრილს გაემგზავრა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"