მიხეილ სააკაშვილს მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა

მიხეილ სააკაშვილს მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის დაშავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. როგორც "ფეისბუქზე", პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, 6 აპრილს, შედგა საქართველოს პრეზიდენტის მოლაპარაკება და სადილი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

მომდევნო დღეს, ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს მიხეილ სააკაშვილი დაშავდა. სტაბულის საავადმყოფოში გამოკვლევისას მას დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა. პრეზიდენტს ამავე საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია.

”შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა და სადილი თურქეთის პრეზიდენტთან, რომლებიც ორშაბათისთვის იყო დაგეგმილი, გაიმართება სამშაბათს. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დატოვებს თურქეთს”, -აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"