განათლების სამინისტრო მომავალ სასწავლო წელს პირველ კლასელებს ნეთბუქებს ისევ უფასოდ, საჩუქრად გადასცემს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ბუქების პროგრამა ძალაში რჩება.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, რომელსაც სახელმწიფო მოსწავლეებს უფასოდ დაურიგებს, სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებმა წიგნები სკოლაში უნდა ჩააბარონ.
"ჩვენ ვამუშავებთ სქემას, რომლის მიხედვითაც, მოხდება შემდეგი, - ეს წიგნები გადაეცემა სკოლას, შესაბამისად, ეს მშვენიერი ბავშვები ამ წიგნებს არ დახევენ. სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებენ სკოლას. შემდეგ წელს ისევ ამ წიგნებს ვიხმართ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.