ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო

ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო

9 აპრილის მემორიალთან დილიდან მთავრობის წევრები მიდიან. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. პრემიერმა პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. მან ტერიტორია ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ბიძინა ივანიშვილი მემორიალთან მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად იმყოფებოდა.

ცოტა ხნის წინ 9 აპრილის მემორიალთან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მივიდა.

აქვე ელოდებიან შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახა კალაძეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა