"9 აპრილის საზოგადოება" მემორიალის შეცვლას ითხოვს

"9 აპრილის საზოგადოება" მემორიალის შეცვლას ითხოვს

"9 აპრილის საზოგადოება" რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალის შეცვლას ითხოვს.

პარლამენტის შენობასთან, იქ სადაც 9 აპრილის მემორიალი მდებარეობს, აღნიშნული საზოგადოების წარმომადგენლები მივიდნენ, სანთლები აანთეს, ხოლო საზოგადოების თავმჯდომარემ, თამაზ ბიბილურმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.

"დაუყოვნებლივ უნდა აიღონ ეს მემორიალი, არანაირად არ შეესაბამება 1989 წლის 9 აპრილის განვითარებული მოვლენების ხსოვნას. ნამდვილი მემორიალი არის 24 წლის წინ ირაკლი წერეთლის მიერ მოტანილი ქვა, რომელიც დაიდგა აქ და არა ის, რაც შემდგომ გაკეთდა. მოვუწოდებ ე.წ. ოპოზიციონერ ახალ ხელისუფლებას, იფიქროს ამაზე და 9 აპრილის მოვლენებს ღირსეული მემორიალი დაუდგას და ამისთვის გამოცხადდეს კონკურსი", - განაცხადა თამაზ ბიბილურმა.

"9 აპრილის საზოგადოების" წარმომადგენლებს თან პლაკატებიც აქვთ მოტანილი - მოვითხოვთ მოხდეს 1989 წლის 4-9 აპრილის მოვლენების სამართლებრივი შეფასება, 9 აპრილის მუზეუმი 11 წელია დევნილობაშია, როდემდე და სხვა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"