ნარკოტიკის ჩადებით "დანაშაულის პრევენციის" პოლიტიკა გრძელდება?

ნარკოტიკის ჩადებით "დანაშაულის პრევენციის" პოლიტიკა გრძელდება?

ბოლო ხანს საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ გახშირდა ადამიანთა დაკავების მიზნით ნარკოტიკების ჩადების ფაქტები. ასეთ დროს სამართალდამცავთა "მსხვერპლნი" ამნისტიით გათავისუფლებული ყოფილი პატიმრები არიან, ხოლო თავად წესრიგის დამცველნი კი ის ადამიანები, რომლებმაც მსგავსი საქმეებით ჯერ კიდევ "ვარდების ხელისუფლებაში" გაითქვეს სახელი და რატომღაც თანამდებობებზე ყოფნას დღემდე ახერხებენ.

"არასასურველი" ადამიანების ციხეში გამომწყვდევა ნარკოტიკის ან იარაღის ჩადებით, შევარდნაძის ხელისუფლებაში აპრობირებული მეთოდი იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროში მას დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ფორმად მოიხსენიებდნენ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ ასეთ მეთოდებზე უარს იტყოდა, თუმცა ორიოდე წლის შემდეგ ნარკოტიკების და იარაღის ჩადებას კვლავ მიჰყო ხელი, რის გამოც ციხეებში ათასობით ადამიანი ათეულწლობით გამოკეტა.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსგავსი მეთოდებით დანაშაულთან ბრძოლა საკუთარი უწყებისთვის მიუღებლად გამოაცხადა, თუმცა...

2012 წლის პირველ აპრილს, ღამით, რუსთავში, ადგილობრივმა პოლიციამ (როგორც თავად აცხადებენ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე) მორიგი ღონისძიება ჩაატარა და კოსტავას ქუჩის 15 ნომერში ადრე ნასამართლევი ელდგარ მამედოვი და ნიკოლოზ ხვედელიძე დააკავა.

ელდგარ მამედოვი:

- ორ თვეზე მეტია, რაც ციხიდან გამოვედი, ამინისტია შემეხო. დედა კიბოთი მყავს ავად, ბაქოში ოპერაცია გავუკეთეთ და იქ ვიყავი, შემდეგ ჩემი ძმა ჩამოვიდა დედასთან და მე ცოტა ხნით რუსთავში დავბრუნდი, ძმის ოჯახისთვის ყურადღება რომ მიმექცია. ამ დღეებში ბაქოში დაბრუნებას ვაპირებდი. ქალაქში რამდენჯერმე შემხვდა ზაალ ადამია (რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე, - ავტ.) და მითხრა, - წადი ქალაქიდანო. რატომ წავიდე, ხომ არაფერს ვაშავებ-მეთქი. პირველ აპრილს მე და ნიკუშა ხვედელიძე მეგობართან მივდიოდით კოსტავას 15 ნომერში. დაახლოებით საღამოს 10 საათი იქნებოდა. ეზოში რომ შევედით, ხალხმრავლობა იყო, საეჭვო არაფერი შემინიშნავს. მეზობლები ისხდნენ გარეთ. როგორც კი მანქანა გავაჩერეთ და გადმოსვლა დავაპირეთ, მოულოდნელად ჩვენი მანქანა გაანათეს, პოლიციელები მოგვცვივდნენ და მანქანიდან ხელებგაკავებულები გადმოგვიყვანეს, 15 კაცი იქნებოდა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ეზოში მყოფი მეზობლები აყვირდნენ - რას აკეთებთო! მე და ნიკუშა გაგვჩხრიკეს, მანქანა დაათვალიერეს, საეჭვო რომ ვერაფერი იპოვეს, ტელეფონებზე რეკვა და ჩოჩქოლი დაიწყეს. პოლიციელებში ზაალ ადამია ვიცანი. მივხვდი, რაშიც იყო საქმე და გამწარებულმა დავუყვირე - ხომ ნახეთ, რომ სუფთა ვარ, არაფერი ჩამიდოთ-მეთქი. ამ ამბით აღშფოთებულ მეზობლებს ახლოს არ უშვებდნენ, ვიღაცა ყვიროდა, - როგორ იქცევით, ახლა ხომ სხვა დროაო... შევამჩნიე, რომ პოლიციის ორი მანქანა კიდევ შემოვიდა. ჩხრეკის შემდეგ ფარნებით მიწის თვალიერება დაიწყეს.

ცოტა ხანში ერთმა პოლიციელმა დაიძახა, - ვიპოვეო. ხელში რაღაც ეკავა, - მანქანის უკან მიწაზე ეგდოო (მანქანიდან ხელგაკავებული გადმომიყვანეს, იმ ადგილას არც ვყოფილვარ და იქ როგორ დავაგდებდი?!).

ნიკუშა ხვედელიძე: - მე საჭესთან ვიჯექი. მანქანა როგორც კი გავაჩერე, ეგრევე გადმომიყვანეს, ხელები უკვე შეკრული მქონდა, თავი მანქანის კაპოტზე დამადებინეს და გამჩხრიკეს. ვერაფერი მიპოვეს. აშკარად უკმაყოფილოები დარჩნენ და ერთმანეთში ჩურჩული და სადღაც რეკვა დაიწყეს... ამასობაში ერთმა პოლიციელმა დაიყვირა, - მიწაზე ნარკოტიკი ვიპოვეო და კაპოტზე დადო. ვერცხლისფერ ქაღალდში იყო რაღაც გახვეული.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ