რას წერენ ბერეზოვსკიზე მისი ქალიშვილები და რას მიიღებს მისი უკანონო შვილი

რას წერენ ბერეზოვსკიზე მისი ქალიშვილები და რას მიიღებს მისი უკანონო შვილი

ბორის ბერეზოვსკისა და მისი მეორე ცოლის, გალინა ბეშაროვას ქალიშვილმა, ანასტასია ბერეზოვსკაიამ თავის საიტზე დაწერა, როგორი იყო მამა მისთვის და სხვა ახლობლებისთვის.

"მამაჩემი არ იყო ჩვეულებრივი მშობელი, მასზე ვერ ვიტყვი რაიმეს უბრალოდ. ის გამუდმებით აფერადებდა ჩემს ცხოვრებას. ყველაზე მეტად იმაზე ზრუნავდა, რომ მის ყველა შვილს მისით ეამაყა, - ამბობს ანასტასია ბერეზოვსკაია, - მისი თავდაჯერება და ცხოვრების თითოეული მომენტით ტკბობის უნარი ის თვისებებია, რომლებითაც გამოირჩევა ჩემი ადრეული მოგონებები მის შესახებ. ის ყოველთვის ღრმად დარჩება ჩემს გულში. მან ბევრი რამ მიამბო ამ სამყაროზე და მასწავლა, არასდროს შემეწყვიტა ბრძოლა იმისთვის, რისიც გჯერა და მნიშვნელობა არ აქვს, რად დაგიჯდება ეს. ვეჭვობ, რომ ვინმე შეხვედრია ოდესმე ადამიანს, მამაჩემზე უფრო ქარიზმატულს ან მომხიბვლელს. ის, პრაქტიკულად, თრგუნავდა გარშემო მყოფებს ამ თვისებებით... მსოფლიოს არც ერთ ენაზე არ მოიძებნება შესაბამისი სიტყვები, რომ გამოვხატო, როგორი ადამიანი იყო მამაჩემი და როგორია ის კვლავ. ერთადერთი სიტყვა, რომელიც ასე თუ ისე ზუსტად ახასიათებს მამაჩემს, არის "გამორჩეული", - ამბობს ბორის ბერეზოვსკის შუათანა ქალიშვილი.

ასევე საჯაროდ გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები მისმა უფროსმა ქალიშვილმა, 42 წლის ლიზა ბერეზოვსკაიამ, რომელიც ბერეზოვსკის პირველი ცოლისგან ჰყავდა.

"ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ მამაჩემი თავისუფლებისთვის იბრძოდა. მისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა იყო და როცა გააცნობიერა, რომ პუტინი აღარ აპირებდა ამ გზით სიარულს, მამაჩემმა პრინციპულად თქვა უარი დუმაში ადგილზე", - აღნიშნა ლიზა ბერეზოვსკაიამ.

თავის ბავშვობას ლიზა სინაზით იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბერეზოვსკი ყოველთვის უამრავი საქმით, ბიზნესთან დაკავშირებული გარიგებებით, ასევე მრავალრიცხოვანი ქალებით იყო გარშემორტყმული, როგორც ჩანს, შვილებისთვის ყოველთვის პოულობდა დროს და მათ ბევრი მოსაგონარი დაუტოვა. "მამაჩემი უცხოეთში მივლინებებში რომ მიდიოდა, იქიდან აკრძალული წიგნები და ვიდეოკასეტები ჩამოჰქონდა. ზღაპრების ნაცვლად დასავლეთში ნანახ ფილმებს გვიყვებოდა - მაგალითად, "ერთხელ ამერიკაში".

ლიზა იხსენებს, რომ მამამისს ტყუილი უპატიებელ საქციელად მიაჩნდა. როცა 9 წლის ლიზამ სხვისი მონეტა მიითვისა, მამა ძალიან გაბრაზებულა. "ასე არასდროს გამჯავრებია, მთელი კვირა არ მელაპარაკებოდა". ხოლო როცა მის 5 წლის დას გამოუცხადებია, რომ ყველაზე მეტად პაპა ლენინი უყვარს, ბერეზოვსკი მას რამდენიმე დღე არ ელაპარაკებოდა. "ჩვენ მაღალი ზნეობრიობის მაგალითებზე ვიზრდებოდით, ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩვენი ტვინები არ ყოფილიყო რაიმე ზედმეტი ზემოქმედების ქვეშ".

ლიზამ მამამისის პუტინთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და იმაზეც, რომ მამა მთელი ცხოვრება ნანობდა პუტინთან მეგობრობას. "მგონია, რომ პუტინის გამო სინანულს განიცდიდა. ის დაეხმარა პუტინს მთავრობაში მოსვლაში, მაგრამ მერე მანვე დაინახა პირველმა, რად იქცა პუტინი", - ამბობს ლიზა.

ლიზას სურს, რომ დასავლეთმა პუტინის რეალური სახე დაინახოს. ბერეზოვსკიც ასე ფიქრობდა, თუ დასავლეთი პუტინის ჭეშმარიტ სახეს დაინახავს, მას ხელს აღარ გაუწვდიანო.

ლიზა იმაშიც დარწმუნებულია, რომ ბერეზოვსკიმ "რაღაც-რაღაც სიურპრიზები" დატოვა, რომლებიც ყველასთვის მოულოდნელი იქნება. "ის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი იყო. ადამიანს აქვს არჩევანი - იყოს გმირი ან დაკარგოს ღირსება. ის ღირსეული ადამიანი იყო", - ამბობს ბერეზოვსკის ქალიშვილი.

ბერეზოვსკის სამი ცოლი ჰყავდა, რომელთაგან ექვსი შვილი დარჩა - ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, კიდევ ერთ ბავშვს შეუძლია მის ქონებაზე ჰქონდეს პრეტენზია - 10 წლის უკანონო ვაჟს. ბორის ბერეზოვსკის სექსუალური შესაძლებლობებისა და ქალების სიყვარულის შესახებ ლეგენდები დადიოდა, ის ხშირად სარგებლობდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მომსახურებითაც. დამწყებ მოდელებს, ლამაზ გოგონებს კი ხშირად აწვდიდა ცნობილი პიოტრ ლისტერმანიც. მისი წყალობით მის ლოგინში დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეეძლო აღმოჩენა 16-დან 20 წლამდე ასაკის ქერა გოგონას. ჩვეულებრივ, ერთი ასეთი უიქენდისთვის ბერეზოვსკი დაახლოებით 10-15 ათას ევროს იხდიდა. საჩუქრებზე აღარაფერს ვამბობთ.

ერთ-ერთმა მათგანმა შეუძლებელიც შეძლო - ბერეზოვსკის ის შეუყვარდა, თანაც, იმ დროს გოგონა მხოლოდ 14 წლის იყო და მოდელობაზე ოცნებობდა. მარიანა კონოვალოვასთან ბერეზოვსკის რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა, "შესვენებებით". ცოტა ხანში ის დაორსულდა კიდეც - როგორც ამბობენ, ბერეზოვსკი არასდროს სარგებლობდა პრეზერვატივით. მისგან სხვებიც დაორსულებულან, მაგრამ აბორტისთვისაც იძლეოდა ფულს და კარგ კომპენსაციასაც მიაყოლებდა. აი, მარიანასთვის კი უთხოვია, შვილი გაეჩინა.

ბერეზოვსკის უცხოეთში გაქცევის შემდეგ მარიანა ვიღაც სირიელთან ერთად დასახლდა ბერეზოვსკის ნაჩუქარ ბინაში. ეს რომ მილიარდერს გაუგია, სირიელი მაგრად უცემიათ და მარიანასთვის ჩამოუშორებიათ. ამჟამად მარიანა და მისი 10 წლის ვაჟი ინდოეთში, გოაში ცხოვრობენ და ალბათ მემკვიდრეობის საკუთარ წილსაც ელიან.

The Independent

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"