ცნობილების ტყუილები, ანუ "ფეისბუქის" საპირველაპრილო სტატუსები

ცნობილების ტყუილები, ანუ "ფეისბუქის" საპირველაპრილო სტატუსები

1-ელ აპრილს თავს ერთმანეთის მოტყუების უფლებას ვაძლევთ და ეს ცოდვაში არავის გვეთვლება. სწორედ ეს დღე გამოიყენა პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ და "ფეისბუქის" საკუთარი გვერდიდან პრემიერ-მინისტრს, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრს მიმართა. "ბატონო ბიძინა, აჰა, გამობრძანდით დღეს და რაც გინდათ, იმას დაჰპირდით, რაზეც გინდათ, იმაზე აოცნებეთ ხალხი! ვინ ოხერი! ხმას არავინ ამოიღებს! დღეს 1-ელი აპრილია და "მოსულა", მაგრამ დანარჩენ 364 დღეს დაანებეთ თავი, "ტეხავს". ამავე დღეს თეა წულუკიანსაც მიმართა გოგამ, - "მხოლოდ დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქალბატონი წულუკიანის დიპლომი ადასტურებს უმაღლეს იურიდიულ განათლებას. ქალბატონო თეა, გილოცავთ, დღეს, 1 აპრილს თქვენ კანონიერი მინისტრი ხართ".

ხუმრობის ხასიათზე დადგა ამ დღეს დიზაინერი, ახლახან პატიმარზე გათხოვილი ლიკა ყაზბეგი და ფოტო გამოაქვეყნა თავის გვერდზე წარწერით, - "ბი-ბი-სი-ს გადაცემა მსოფლიოში საუკეთესო მზარეულზე, ანუ ჩემზე".

საგანგებო განცხადება გააკეთა დავით გოგიშვილმა, იმავე ციყვმა და ხუმრობის თემად ნატო აირჩია, რითიც გიორგი კეპულაძის აღშფოთება გამოიწვია.

"სენსაციური ინფორმაცია - დღეს ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში იგეგმება საგანგებო სამიტი წევრი სახელმწიფო ლიდერებისა, სადაც საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით მიღების საკითხი განიხილება. თბილისში, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისში ალიანსის ემბლემას მირონი სდის".

"იტყუები, იტყუები, ჩვენ რაღას გვრევ ამ ამბავში", წერდა ზემოაღნიშნულ სტატუსზე ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი საქართველოში, "რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი კეპულაძე.

1-ელ აპრილს დაემთხვა მსახიობ ნინო მუმლაძის გვერდზე მეგობრის, ასევე მსახიობის, გიორგი გაგლოევის მიერ დატოვებული სტატუსი - "დღეს შენ სრულიად საქართველოს ქალებს უღალატე". "სრულიად საქართველოს დაოჯახებულ ქალებს", პასუხობდა ნინო. როგორც მივხვდი, საუბარია "ჩემი ცოლის დაქალებზე", სადაც ნინოს გმირსა და სერიალის მთავარ მოქმედ გმირს, მეოჯახე და პატიოსან დათოს შორის სასიყვარულო ძაფები გაიბა. ნინო ჩვენთან ინტერვიუშიც ამბობდა, მაყურებლის რისხვა უკვე დავიმსახურეო და აი, ფაქტი, ამ სტატუსზე 40 კომენტარია და თითქმის ყველა ხუმრობით, მაგრამ მაინც ნინოს გმირს აკრიტიკებს ცდუნებისთვის. "მე შენგან ამას არ მოველოდი", "რისხვა არ აგცდება ამ პატიოსანი ოჯახის კაცის შეცდენისთვის", "ქმრები გადამალეთ!", "ვაიმე, ჩემი ქმარი სტომატოლოგთან აღარ წავა!" - წერდნენ ნინოს მეგობრები.

მამუკა ღლონტის შესაძლო გა­მინისტრების ამ­ბავი კი ერთ-ერთმა საინფორმაციო საიტმა გაავრცელა. ამას ღლონტი საკუთარ "ფეისბუქზე" გამოეხმაურა - "გავრცელდა ხმები ჩემი გამინისტრების შესახებ. ვინც დაიჯერეთ, გრცხვენოდეთ".

მეც მოგატყუბდით რამეს, მაგრამ ჩაიარა უკვე ამ დღემ და ერთი კვირის დაგვიანებით ტყუილს არავინ მაპატიებს. ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, ამის გამო შარშიც გავეხვევი. ასე რომ, მომავალ 1-ელ აპრილამდე თავს შევიკავებ.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"