როგორ ანებივრებს ფეხმძიმე ცოლს კოკო როინიშვილი

როგორ ანებივრებს ფეხმძიმე ცოლს კოკო როინიშვილი

სერიალ "შუა ქალაქში" ახალ სეზონზე ახალი მსახიობების სიმრავლე შეინიშნება. ამბობენ, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გადმობარგებულმა დიმა ტატიშვილმა და სერიალ "გოგონა გარეუბნიდან" მოსულმა მსახიობმა ქეთი გეგეშიძემ "შუა ქალაქის" რეიტინგზე აშკარად დადებითად იმოქმედესო.

პაატას ექსცენტრიკული გმირის შემდეგ სწორედ გიასა და მარინას ოჯახს უყურებს მაყურებელი ინტერესით. ცოტა ხნის წინ ოჯახს ახალი წევრი, მათი შვილი, ბექუნა შეემატა. ბექუნას თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის შვილი კოკო როინიშვილი ასახიერებს. უცნაური მუსიკალური გემოვნების, ლოიალური მამის, ზედმეტად ყურადღებიანი და მიამიტი დედის გარემოცვაში ბექუნა კარგად ერთობა. დღედაღამ "ფეისბუქში" ატარებს დროს. აპროტესტებს დედის მზრუნველობას და არც მამას დაჰყვება სოფელში.

- კოკო, თუ სწორად მახსოვს, ამ სერიალში ადრეც იყავი დაკავებული...

- ერთ სცენაში გამოვჩნდი, სიმართლე გითხრა, არც მახსოვს რა სცენა იყო, ვინ ვიყავი. ჩემი მეუღლე ანიც იყო ამ სცენაში, იქ გავიცანით სწორედ ერთმანეთი.

- საბედისწერო მნიშვნელობის ყოფილა შენთვის ეს სერიალი... როგორ მოხვდი ხელმეორედ "შუა ქალაქში"?

- კასტინგის შედეგად. ორ ეტაპად ჩატარდა და ამიყვანეს. ვერ მოგატყუებთ, სერიალს ვერც მანამდე ვუყურებდი და ახლაც იშვიათად ვახერხებ თვალის შევლებას.

- სერიალში ზედმეტად ყურადღებიანი დედა გყავს, შემაწუხებელიც კი. ასეთივეა თამრიკოც?

- თბილად ჩაიცვი, სად ხარ და როდის მოხვალ, თამრიკომაც იცის, მაგრამ ასეთი შემაწუხებელი ნამდვილად არ არის, ღმერთმა დამიფაროს.

- ძალიან მიამიტია ქეთი გეგეშიძის გმირი. პირველივე გოგო, რო­მელიც შენ გვერდით დაინახა და რომელიც სინამდვილეში ძმაკაცის "ნაშა" იყო, უკვე პატარძლის კაბაში წარმოიდგინა, ამითაც ჰგავს თამრიკო მარინას?

- კი, თამრიკოც მიამიტია და ძალიან საყვარელია. ისე ადვილად იჯერებს ყველაფერს, თუმცა მსგავსი სცენა თამრიკოს შემთხვევაში არ მომხდარა, ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით ყოველთვის და ზუსტად იცოდა, ვინ როდის მიყვარდა, ვინ მეგობარი იყო და ვინ პოტენციური სარძლო.

- შენი გმირი "ფეისბუქზეა" შეყვარებული, არ უყვარს სოფელი, ჰგავხარ ამ გმირს?

- არა, ძალიან განვსხვავდებით. "ფეისბუქში" 24 საათი ნამდვილად არ მიყვარს ჯდომა. ძალიან მიყვარს სოფელიც. მე და გია წავსულვართ კიდეც ჩვენს სოფელში, იმერეთში, ბობოთში. ძველი სახლი გვაქვს, იქ დარჩენაც შეუძლებელია. საქეიფოდ თუ წახვალ ერთი დღით. სერიალის მამის სოფლის სახლს ჰგავს, ზედმეტი მოძრაობა და ბიძგები არ შეიძლება, შეიძლება დაინგრეს (იცინის).

- დიმას გმირი ჰგავს შენს ნამდვილ მამას?

- სახელებით მხოლოდ, თორემ ისე არც თაგვები უყვარს გიას და არც იმედო მეშველიანის სიმღერებს უსმენს.

- ოჯახში როგორ უყურებენ შენს გმირს, მამა როგორ გა­ფასებს?

- გიამ ერთი-ორჯერ მითხრა, ნორმალური იყოო. თამრიკოსაც მოს­წონს, მგონი. გია არასდროს შეგაქებს, კარგი იყოო, არ გეტყვის. მისი კარგი შეფასება არის - ნორმალური იყო.

- თეატრშიც?

- თეატრში უფრო რთულად არის საქმე. იქ ყველაზე დიდი კრიტიკოსები არიან გიაც და თამრიკოც. ოღონდ ზუსტ შეფასებას აკეთებენ.

- ყველაზე მწარედ გიას რომელი შეფასება დაგამახსოვრდა?

- ერთ-ერთ სპექტაკლზე წავიყვანე, რომელშიც მთავარი როლი მქონდა. ოღონდ არ ვიტყვი, რომელ სპექტაკლზე. რომ დამთავრდა მოვიდა და მითხრა, ეს რა არის, რატომ მომიყვანე აქ, უბრალოდ ლაპარაკობო. ორი წლის წინ იყო ეს ამბავი.

- კოკო, ახლა რომელ თეატრში ხარ დაკავებული?

- არც ერთი თეატრის შტატში არ ვარ. თითო-თითო სპექტაკლს ვთამაშობ მარჯანიშვილისა და ახმეტელის თეატრებში.

- ცოტაოდენი შენს პატარა ოჯახზეც გვიამბე. შენი მეუღლე ანი იმნაძე მსახიობია. ამ ეტაპზე თუ არის დაკავებული რომელიმე თეატრში?

- თუმანიშვილის თეატრში ერთ სპექტაკლში თამაშობს. ახლა თურქეთში მიდიან ფესტივალზე და მინდა, წარმატება ვუსურვო მთელს დასს. თან ზოგიერთ შემოთავაზებაზე უარის თქმა უწევს, ოქტომბერში პატარას ველოდებით.

- სქესი ხომ არ გაგირკვევიათ უკვე?

- არა, ჯერ პატარაა ძალიან.

- აცნობიერებ, რომ მამა უნ­და გახდე?

- მიხარია, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა მიხარია. ჯერ ვერც ერთი ვერ ვაცნობიერებთ ბოლომდე, რა ხდება ჩვენს თავს (იღიმება).

- როგორ ანებივრებ ფეხმძიმე ცოლს?

- მაქსიმალურად ვცდილობ. გუშინ სუჯუხი მოუნდა, წავედი ბაზარში და მოვუტანე.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"