ამნისტირებულებმა ციხე ფსიქიკაშერყეულებმა დატოვეს

ამნისტირებულებმა ციხე ფსიქიკაშერყეულებმა დატოვეს

საქართველო ჯანდაცვის სისტემა რეფორმირების პროცესშია. იზრდება დაფინანსება, თუმცა სახსრების უკმარისობა მაინც შესამჩნევია. დაფინანსების სიმწირეს განსაკუთრებით ფსიქიატრიული დაწესებულებები უჩივიან. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მკვეთრად გაიზარდა ფსიქიკური პრობლემების მქონეთა რიცხვი, განსაკუთრებით ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ - ფსიქიატრიულ დაწესებულებებს მიაკითხეს ყოფილმა პატიმრებმა, რომლებიც ამნისტიით გათავისუფლდნენ. ექიმები ყოფილ პატიმართა მასიურ ფსიქიკურ აშლილობას ციხეებში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობით ხსნიან.

ბოლო წლებში ამ სფეროს დაფინანსება გაიზარდა და ამჟამად წელიწადში 13 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

2012 წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო დასავლურ გამოცდილებას არ იყენებს. საქმე ის არის, რომ უცხოეთში პრიორიტეტულია სტაციონარს გარეთ მკურნალობა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს მეთოდი პაციენტების სოციუმში ინტეგრაციას უწყობს ხელს, დაავადებაც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ამ სფეროსთვის გამოყოფილი თანხების 70% პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისთვის იხარჯება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ