რა ფარული ვიდეოჩანაწერის სანაცვლოდ ითხოვს მეგის ქარდავა ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას

რა ფარული ვიდეოჩანაწერის სანაცვლოდ ითხოვს მეგის ქარდავა ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას

ბაჩო ახალაია შესაძლოა, მაისში პატიმრობიდან გაათავისუფლონ. ამ გადაწყვეტილებას სამხედრო პოლიციის ყოფილი შეფის, ძებნილი მეგის ქარდავას მხრიდან, ხელისუფლებაზე შანტაჟის გამო მიიღებენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მყოფი - ბრალდებული ქარდავასგან "შეთავაზება" მიიღო, კერძოდ - ქარდავამ ხელისუფლებას შემოუთვალა, თუ ბაჩო ახალაიას არ გაათავისუფლებენ, კომპრომატის შემცველ ფარულ ვიდეოჩანაწერს გაავრცელებს.

როგორც ამბობენ, ჩანაწერი იმდენად სკანდალურია, ხელისუფლების წარმომადგენლები ქარდავას დაპირდნენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ახალაიას გასათავისუფლებლად მზად იქნებიან.

"ამბები. გე"-ს ინფორმაციით, ბრალდებული ქარდავა ითხოვს, რომ ეს დაპირება ხელისუფლებამ მაისში შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, youtube-ზე სკანდალური ვიდეოჩანაწერი აიტვირთება.

ასევე, ქარდავა მოითხოვს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებები შეწყდეს.

ეს თხოვნა ნაწილობრივ გათვალისწინებულია, უკვე დიდი ხანია, ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ დრომდე, ქარდავას ინტერპოლით ეძებენ, მას ბრალად წამება, არაადამიანური მოპყრობა, სექსუალური ძალადობის ორგანიზება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ედება.

ბრალდებული იყო მეგისის ძმა, ლევან ქარდავაც, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას ბრალად, წინასაარჩევნო პერიოდში, ფარული ვიდეოჩანაწერების ორგანიზება ედებოდა, თუმცა ლევან ქარდავა წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლდა.

როგორც ცნობილია, ძმებ ქარდავებს და ახალაიებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ამბობენ იმასაც, რომ ბაჩოს ძმა - ასევე ბრალდებული დათა ახალაია სწორედ მეგის ქარდავასთან ერთად არის მიმალული.

ხათუნა გაგნიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ