ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოში გაიზრდება ისეთი ადგილების ოდენობა, სადაც თამბაქოს მოხმარება აიკრძალება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას სთხოვს, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაზე კონტროლის გამკაცრებას გაგებით მოეკიდოს.
ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თავისი მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ 10 წლის მანძილზე პასიური მწეველი იყო, დაქორწინების შემდეგ კი მეუღლის თხოვნით აღარ მოუწევია.
"ღვინის ქვეყანა ვართ, ვიცით ღვინის გამოყენება, თუმცა მოზარდებში ალკოჰოლის გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრება აუცილებელია. რაც შეეხება მწეველებს, მათ დავეხმარებით, რომ მოწევაზე უარი თქვან. გაიზრდება ისეთი ადგილების ოდენობა, სადაც სიგარეტის მოწევა აიკრძალება. წუთში 10 ადამიანი იღუპება სიგარეტის გამოყენებით. სიკვდილის 10 შემთხვევიდან 7-ში მონაწილეობს სიგარეტი", - განაცხადა პრემიერმა.