რა­ტომ და­მუხ­რუჭ­და ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა მი­მართ სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბა

რა­ტომ და­მუხ­რუჭ­და ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა მი­მართ სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბა

ამ დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს მთავ­რო­ბის 6 მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი შე­იწყ­ა­ლა, მათ შო­რის შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი იუ­რი ლუ­ცენ­კო და გა­რე­მოს დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გი­ორ­გი ფი­ლიპ­ჩუ­კი. ფორ­მა­ლუ­რად, პა­ტი­მა­რი მი­ნის­ტრე­ბის შეწყ­ა­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა გახ­და. თუმ­ცა ბრა­ლი მათ არ მოხ­სნი­ათ. უფ­რო ად­რე კი ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა ტი­მო­შენ­კოს მთავ­რო­ბის კი­დევ ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვა­ლე­რი ივაშ­ჩენ­კო, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი. მას და სხვა მი­ნის­ტრებს პა­ტიმ­რო­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის გა­მო მი­ე­სა­ჯათ. ჯერ­ჯე­რო­ბით კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა ექ­სპრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი იუ­ლია ტი­მო­შენ­კო, რო­მელ­საც 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და რუ­სეთ­თან გა­ზის მო­წო­დე­ბა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის გა­მო.

ანა­ლი­ტი­კოს­თა აზ­რით, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არა მა­თი ალ­ტრუ­იზ­მის, არა­მედ და­სავ­ლე­თი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გი­ა. 2012 წლის მა­ის­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცი­ა, რომ­ლი­თაც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებ­და, "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი და მსჯავ­რდადე­ბუ­ლი ყვე­ლა პა­ტი­მა­რი, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი".­

ჯერ­ჯე­რო­ბით და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლი ფორ­მით მოთხ­ოვ­ნებს არ უყე­ნებს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ერ­თგვა­რი წინ­მსწრე­ბი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რო­დე­საც 200-მდე პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რამ­დე­ნი­მე ლი­დერს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს, ხო­ლო თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბა­ჩო ახა­ლაია ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა, ევ­რო­პა­სა და აშ­შ-ში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გახ­შირ­და ბრალ­დე­ბე­ბი შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლი­სა და პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტთა დევ­ნის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს ყო­ვე­ლი­ვე სი­მარ­თლეს და აქვს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფოს, იმის უფ­ლე­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი თუნ­დაც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი და­ა­პა­ტიმ­როს ისე, რომ ამა­ზე წი­ნას­წარ ნე­ბარ­თვა არ აი­ღოს ქვეყ­ნის გა­რეთ - ცალ­კე სა­კითხ­ი­ა.

თუმ­ცა სა­კითხს რომ რე­ა­ლის­ტუ­რად მი­ვუდ­გეთ, უკ­რა­ი­ნა და, მით უფ­რო სა­ქარ­თვე­ლო, ბევ­რი რა­მით არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­სავ­ლეთ­ზე და მა­თი მოთხ­ოვ­ნე­ბის ხე­ლა­ღე­ბით იგ­ნო­რი­რე­ბა ქვე­ყა­ნას შე­იძ­ლე­ბა ძვი­რად და­უჯ­დეს. დი­დი ალ­ბა­თო­ბით, სწო­რედ ეს ფაქ­ტო­რი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს კი­ევ­ში, რო­დე­საც ტი­მო­შენ­კოს მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სუ­ლაც არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, რომ ტი­მო­შენ­კოს არ მო­უ­წი­ოს ცი­ხე­ში 7 წე­ლი ყოფ­ნამ და ისიც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

საქართველოს ახალი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სუ­ლაც არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ ევ­რო­საბ­ჭომ უკ­რა­ი­ნის მსგავ­სი რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თაც მი­ი­ღოს. იქ­ნებ ესეც არის მი­ზე­ზი იმი­სა. რომ ბო­ლო 2 თვე "ნა­ცი­ო­ნალ" მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა მი­მართ სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­სი ერ­თგვა­რად და­მუხ­რუჭ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სათ­ვის" ხან პა­რა­შუ­ტის, ხან მაშ­ვე­ლი რგო­ლე­ბის გა­დაგ­დე­ბა­ზე სა­უბ­რობს და მათ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებს უქ­მნის. გად­მო­ი­ღებს თუ არა ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის უკ­რა­ი­ნულ მა­გა­ლითს, უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა.

ზა­ზა შა­ნი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ