პატიმრის წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით, ციხის ყოფილი თანამშრომელები დააკავეს

პატიმრის წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით, ციხის ყოფილი თანამშრომელები დააკავეს

პატიმრის წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელები დააკავეს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მსჯავრდებულისთვის არაადამიანური მოპყრობა და წამება. პატიმრის წამების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში აღიძრა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ლევან ლეჟავამ, ამავე დაწესებულების დირექტორმა შოთა თოლორდავამ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა გიორგი ფარჯანაძემ და პატიმრობის განყოფილების უფროსმა დიმიტრი ჩხეიძემ 2012 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 22.00 საათზე მსჯავრდებულ პ.ო-ს ამავე დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის სავარჯიშოდ განკუთვნილ ოთახში შეუკრეს ხელ-ფეხი და სასტიკად სცემეს.

"სცემეს მათ შორის რეზინის ხელკეტით. პატიმრის მიმართ არაერთხელ გამოიყენეს ელექტროშოკი, რის შემდეგაც წყლით სავსე ჭურჭელში რამდენჯერმე ჩააყოფინეს თავი და რეზინის ხელჯოხით გააუპატიურეს", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან ლევან ლეჟავა და გიორგი ფარჯანაძე. რაც შეეხება დიმიტრი ჩხეიძეს და შოთა თოლორდავას, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მათი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ