"სააკაშვილი აფ­ხა­ზე­ბის თვალ­ში ქულებს გვიწერს"

"სააკაშვილი აფ­ხა­ზე­ბის თვალ­ში ქულებს გვიწერს"

ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის თე­მა უპირ­ვე­ლე­სია იმ პრობ­ლე­მა­თა შო­რის, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე დგას. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძი­რე­ულ ძვრებს რამ­დენ ხან­ში ელის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხ­ებ­ში პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, თქვე­ნი, რო­გორც მი­ნის­ტრის, ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა აპა­რა­ტის­თვის სა­ხე­ლის შეც­ვლა იყო, თუმ­ცა დღემ­დე ძველ სა­ხელს ინარ­ჩუ­ნებს...

- სა­ხელს პრე­ზი­დენ­ტი არ ცვლის. მა­გა­ლი­თის­თვის გავიხსენოთ, რა ხდე­ბა რა­ბა­თის ცი­ხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ლა­პა­რა­კია, რომ იქ მე­ჩე­თის ოქ­როს­ფე­რი გუმ­ბა­თი შე­იც­ვა­ლოს ჟან­გის­ფე­რით, ისი­ნი კი გა­მო­დი­ან და გაჰ­ყვი­რი­ან, ან­გრე­ვენ ყვე­ლა­ფერ­სო. სა­ა­კაშ­ვი­ლი, რა­საც თა­ვის გა­კე­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, იქ რა­ი­მე მცი­რე­დის შეც­ვლა­საც კი ავად­მყო­ფუ­რად გა­ნიც­დის. რო­გორც ჩანს, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­ა, სა­ხე­ლის შეც­ვლას არ და­უშ­ვებს. თუმ­ცა, ამ სი­ჯი­უ­ტით აფ­ხა­ზე­ბის თვალ­ში ჩვენ გვი­წერს ქუ­ლებს: ისი­ნი ხვდე­ბი­ან, ვინ იყო მა­თი მტე­რი და ვინ მოყ­ვა­რე. მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მა­საც გვიქ­მნის, რად­გან აფ­ხა­ზე­ბი პრინ­ცი­პუ­ლად აცხ­ა­დე­ბენ, რომ არ და­ე­ლა­პარა­კე­ბი­ან ამ­გვა­რი სა­ხე­ლის მქო­ნე უწყ­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს. ჩვენ გვინ­და შევ­ცვა­ლოთ სა­ხე­ლი და ჩვენ­თან არ­და­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ვლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ეს არ­გუ­მენ­ტი მოვ­სპოთ.

- თით­ქმის ექ­ვსი თვე გა­ვი­და, რაც ახა­ლი მთავ­რო­ბა შე­უდ­გა მუ­შა­ო­ბას. უშუ­ა­ლოდ კონ­ფლიქ­ტე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა და თუ მოჰ­ყვა ამას რა­ი­მე შე­დე­გი?

- ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მი­მაჩ­ნია ის, რომ აფ­ხა­ზებ­სა და ოსებს მო­ვუს­პეთ ლა­პა­რა­კის სა­ფუძ­ვე­ლი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უნ­და მო­ა­წე­როს ხე­ლი ორ­მხრივ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ომის გა­ნუ­ახ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრე­ამ­ბუ­ლა­ში ჩა­ი­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ადას­ტუ­რებს პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ ცალ­მხრი­ვად და ზე­პი­რად აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ომის გა­ნუ­ახ­ლებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია ბევ­რად მაღ­ლა დგას, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტის ზე­პი­რი გან­ცხა­დე­ბა ან თუნ­დაც, აფ­ხა­ზებ­თან და ოსებ­თან ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოსე­ბი და აფ­ხა­ზე­ბი არ ენ­დო­ბოდ­ნენ, მის გან­ცხა­დე­ბა­საც ფა­რი­სევ­ლუ­რად მი­იჩ­ნევ­დნენ. ახალ მთავ­რო­ბა­ში კი არის ხალ­ხი, ვის­ზეც ვერ იტყ­ვი­ან, არ ვენ­დო­ბი­თო. მე, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, გუ­რამ ოდი­შა­რი­ას კარ­გად გვიც­ნო­ბენ და იცი­ან, რომ ყო­ველ­თვის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი ვი­ყა­ვით ომი­სა.

- ამას, რო­გორც ვი­ცი, აფ­ხა­ზე­ბი­სა და ოსე­ბის მხრი­დან და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლი­ა.

- გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. მათ ვერ მის­ცეს თავს უფ­ლე­ბა, გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნათ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ამი­ტომ სა­ერ­თოდ გა­ჩუმ­დნენ. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა ისეა აწყ­ო­ბი­ლი, რომ აფ­ხა­ზებ­სა და ოსებს მო­ვუს­პოთ ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბი. მათ­მა მოთხ­ოვ­ნამ ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, სიმ­ძაფ­რე და­კარ­გა. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნი­ა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბა. ამით მკა­ფი­ოდ ვამ­ბობთ ორ რა­მეს: ოკუ­პა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი რჩე­ბა ძა­ლა­ში, მაგ­რამ რაც შე­საც­ვლე­ლია იმის­თვის, რომ უკე­თე­სი გახ­დეს, შევ­ცვლით. ჩვენ შე­ვე­ხეთ სა­აკაშვი­ლის მი­ერ "წმინ­და ძრო­ხად" შე­რაცხილ კა­ნონს და ამით ქვე­ყა­ნა არ დაქ­ცე­უ­ლა. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უკა­ნო­ნო შეს­ვლის ჰუ­მა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩვენ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­ზე ვზრუ­ნავთ. ეს ქმე­დე­ბა კვლა­ვაც და­ის­ჯე­ბა, ოღონდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად, და საზღ­ვრის დამ­რღვევს პა­ტიმ­რო­ბის ნაც­ვლად, 400 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბა, ხო­ლო გან­მე­ო­რე­ბი­თი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­იწყ­ე­ბა.

- თუმ­ცა, გყავთ ოპო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს საზღ­ვრის დამ­რღვე­ვი, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვა სტან­დარ­ტით ის­ჯე­ბო­დეს.

- ვინ არი­ან ოპო­ნენ­ტე­ბი - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი? ისი­ნი რა ოპო­ნენ­ტე­ბი არი­ან? თა­ვის დრო­ზე, რო­ცა ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღეს, ამით ხომ თქვეს, სა­ქარ­თვე­ლოს ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სხვა რე­ჟი­მი მუ­შა­ობ­სო, თა­ვად შე­მო­ი­ტა­ნეს ეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ნენ­ტე­ბი სუ­ლაც არ მა­დარ­დებს, მათ რვა წე­ლი ჰქონ­დათ მარ­თვის­თვის და ქვე­ყა­ნა მი­იყ­ვა­ნეს იქამ­დე, რომ ცხინ­ვალ­სა და სო­ხუმ­ში ვერ შევ­დი­ვართ. სად არის ახ­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი? ამ პრი­მი­ტი­ვებს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბაც კი არა აქვთ, რომ პი­რი გა­ა­ღონ და ამა­ზე ილა­პა­რა­კონ, მა­ინც უტიფ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ და კი­დევ უფ­რო იმარ­ხა­ვენ თავს. მათ არ ჩა­ა­ბა­რეს რუ­სებს ახალ­გო­რი და კო­დო­რის ხე­ო­ბა? ვსვამ­ კითხ­ვას: რა წვლი­ლი მი­უძღ­ვის სა­ა­კაშ­ვილს რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ა­ში? იმ თა­მაშ­ში, რაც და­იწყო პუ­ტინ­მა 2006 წელს, ჰქონ­და თუ არა სა­ა­კაშ­ვილს თა­ვი­სი რო­ლი? მი­მაჩ­ნი­ა, რომ ამის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად კო­მი­სია უნ­და შე­იქ­მნას.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, პრე­მი­ერ­- მი­ნისტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ აფ­ხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის თა­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას დი­დი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა... რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ეს იყო პუ­ტი­ნი­სა და ან­ქვა­ბის შეხ­ვედრა­ზე გან­ხილ­ვის ერ­თ-ერ­თი თე­მა...

- ძა­ლი­ან კარ­გი­ა, თუ ასე იყო. მი­მაჩ­ნი­ა, რომ რკი­ნიგ­ზის ამოქ­მე­დე­ბა რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში თუ იქ­ნე­ბა, ამ თე­მის გან­ხილ­ვა ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა. რკი­ნიგ­ზის გახ­სნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და არა რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცი­ა­ზე. თუმ­ცა, ამ სა­კითხ­ის ხსე­ნე­ბას რე­აქ­ცია მგო­ნი, ყვე­ლას­გან მოჰ­ყვა, რუ­სე­თის გარ­და. რო­ცა ადა­მი­ა­ნი დუმს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რა­ი­მე კონ­კრეტ­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას ურ­ჩევ­ნი­ა, სა­ერ­თოდ თა­ვი აა­რი­დოს გან­ცხა­დე­ბას.

- იმა­საც ხომ ამ­ბო­ბენ, დუ­მი­ლი თან­ხმო­ბის ნი­შა­ნი­ა­ო...

- მა­გას ვინც ამ­ბობს, მას ჰკითხ­ეთ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ლე­გენ­და, რკი­ნიგ­ზის მოქ­მე­დე­ბით რუ­სე­თის ექ­სპან­სია მოხ­დე­ბა­ო, სი­მარ­თლის მარ­ცვალ­საც რომ შე­ი­ცავ­დეს, რუ­სე­თი ორი­ვე ხე­ლით ჩა­ე­ჭი­დე­ბო­და ამას.

- ომ­ბუდ­სმე­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვა პა­ტი­მარ­თა გაც­ვლის თა­ო­ბა­ზე და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეთ, თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომლებიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საზღ­ვრის დარ­ღვე­ვის გა­მო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და ცხინ­ვა­ლის ცი­ხე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იც­ვლე­ბოდ­ნენ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ ადა­მი­ა­ნებ­ზე. მა­გა­ლი­თის­თვის, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ქარ­თულ ცი­ხე­ში სას­ჯელს იხ­დი­ან ქურ­თი­სა და თა­მა­რა­შე­ნის გა­დაწ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი.

- თუ კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცე­სი ითხ­ოვს ამას, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, გა­დავ­დგათ ეს ნა­ბი­ჯე­ბი? ჩვენ რას ვი­გებთ, თუ არ გა­ვა­თავის­უფ­ლებთ მათ? მა­რეკ დუ­და­ე­ვის მა­გა­ლითს გა­ვიხ­სე­ნებ. ეს ადა­მი­ა­ნი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქარ­თულ­-ო­სურ კონ­ფლიქ­ტში, მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ ქარ­თვე­ლებ­მა მის თვალ­წინ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს მი­სი და, დუ­და­ევ­მა შუ­რი იძია და დახოცა ისი­ნი, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლი. შემ­დეგ უკ­ვე მი­სი მოკ­ვლა სცა­დეს, თუმ­ცა, სხვა ქარ­თველ­მა გა­და­არ­ჩი­ნა. მას 4 წე­ლი­წა­დი­ღა დარ­ჩა მო­სახ­დე­ლი. თუ მას დრო­ზე ად­რე გა­ვუშ­ვებთ, ოსებს მო­ვუს­პობთ ლა­პა­რა­კის სა­ფუძ­ველს, მად­ლო­ბას არა­ვინ გვეტყ­ვის, მაგ­რამ ქუ­ლებს ჩა­ვი­წერთ. შემ­დეგ თუ კვლა­ვაც და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საზღ­ვრის დარ­ღვე­ვის გა­მო ვინ­მეს, უფ­რო თა­მა­მად მო­ვითხ­ოვთ მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. მე არ ვამ­ბობ, რომ ვინც სას­ჯელს იხ­დის ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში, უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან, მაგ­რამ რას გვაძ­ლევს მა­თი აქ ყოფ­ნა, რო­ცა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წი­ოთ?

ნა­თია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?