"ჩეჩ­ნე­ბი შუ­რის­ძი­ე­ბას და­იწყ­ე­ბენ!"

"ჩეჩ­ნე­ბი შუ­რის­ძი­ე­ბას და­იწყ­ე­ბენ!"

სახალ­ხო დამ­ცვე­ლის სკან­და­ლუ­რი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 2012 წლის ლო­პო­ტის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის უკან მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იდ­გა. ომ­ბუდ­სმენ­მა შსს-ს იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გვა­რე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ კუ­რი­რებ­დნენ ჩეჩ­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნას - გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, სან­დრო ამი­რი­ძე და ზუ­რაბ მა­ი­სუ­რა­ძე. სა­ვა­რა­უ­დოდ, ომ­ბუდ­სმე­ნის ან­გა­რი­ში ლო­პო­ტის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას და­აჩ­ქა­რებს. ამას­თანავე, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბის დად­გე­ნას ჩეჩ­ნე­თის დევ­ნი­ლი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბიც ცდი­ლო­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ზე სა­სა­უბ­როდ ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა იჩ­ქე­რი­ის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, წარ­მო­შო­ბით ქისტ მა­თე ცი­ხე­საშ­ვილს სტრას­ბურ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ან­გა­რიშ­ში ახა­ლი არა­ფე­რი­ა. ჩე­მი აზ­რით, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა სა­ეჭ­ვოდ ჭი­ა­ნურ­დე­ბა. ამათ ქარ­თვე­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბიც შეგ­ნე­ბუ­ლად და­ხო­ცეს, გა­წი­რეს. მნიშ­ვ

ნე­ლო­ვა­ნია ის ეპი­ზო­დი, რო­ცა ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში მყო­ფებს ია­რა­ღის დაყ­რა შეს­თა­ვა­ზეს. მთი­ე­ლი ხალ­ხის­თვის ია­რა­ღის აყ­რა მი­უ­ღე­ბე­ლი­ა, ეს დიდ სირ­ცხვი­ლად ით­ვლე­ბა. ჩეჩ­ნებ­მა მათ უთხ­რეს, თქვენ არ გენ­დო­ბით, ან ლა­ფან­ყურ­ში ჩაგ­ვიყ­ვა­ნეთ, ან კი­დევ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და ია­რა­ღის ჩა­ბა­რე­ბა პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა­ო. პან­კი­სი­დან ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში ორი უხუ­ცე­სი რომ ჩა­ეყ­ვა­ნათ, იქ არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. ამ პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ხე­ლა ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა და ხარ­ჯის გა­წე­ვა რა სა­ჭი­რო იყო?! არც მა­თი აყ­ვა­ნა იყო პრობ­ლე­მა, არც ია­რა­ღის ჩა­ბა­რე­ბა.

- ვინ და­უ­რი­გა ბი­ჭებს ია­რა­ღი? უმარ იდი­გო­ვი (ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის დის­შვი­ლი) ამა­ში ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

- როგორც ჩანს, ისი­ნი მოტყ­უ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს და ია­რა­ღი მის­ცეს.

- ერ­თ-ერ­თი ვერ­სი­ით, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მებ­რძო­ლე­ბი ევ­რო­პი­დან ჩა­მოჰ­ყავ­და დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტე­ბის მო­საწყ­ო­ბად და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­საშ­ლე­ლად...

- ბი­ჭე­ბი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სტუმ­რად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ზოგს ში­ნა­უ­რე­ბი ჰყავ­და ხე­ო­ბა­ში, ზოგს - მე­გობ­რე­ბი... შე­საძ­ლო­ა, ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ებ­სა და ახა­ლა­ი­ებს ჰყა­ვდათ თა­ვი­ან­თი "შეს­ტი­ორ­კე­ბი", რომ­ლებ­საც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, საწ­ვრთნე­ლი ბა­ზა უნ­და შევ­ქმნათ, ხელს შე­გიწყ­ობთ, თქვე­ნი ნაც­ნო­ბებ­-მე­გობ­რე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნეთ, ია­რაღ­საც მოგ­ცემ­თო... აშ­კა­რა­ა, რომ ისი­ნი ჩა­მო­იტყ­უ­ეს. ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლია მებ­რძო­ლე­ბის საწ­ვრთნე­ლი ბა­ზე­ბი, რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვა­მოწ­მეთ ეს ინ­ფორ­მა­ცია და ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა. თა­ვის დრო­ზე, მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც ავ­რცე­ლებ­და.

- ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი ამ­ჟა­მად სად იმ­ყო­ფე­ბა?

- ჩა­ტა­ე­ვი ევ­რო­პა­ში­ა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის თურ­ქეთ­ში შეხ­ვდე­ბა ბი­ჭებს (ი­გუ­ლის­ხმე­ბა ის ჩეჩ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლო­პო­ტის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ, შსს-ს მა­შინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა თურ­ქე­თის საზღ­ვრამ­დე მი­ა­ცი­ლეს) და შემ­დეგ ყვე­ლა­ფერს იტყ­ვის. ისე, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი­ა, რომ თით­ქოს მათ ჩეჩ­ნეთ­ში გა­დაყ­ვა­ნას უპი­რებ­დნენ, ვი­ნა­ი­დან იმ მო­ნაკ­ვე­თი­დან, ლო­პო­ტის ხე­ო­ბი­დან გზა ჩეჩ­ნე­თის­კენ კი არა, და­ღეს­ტნის­კენ მი­დის. იქი­დან 700 კი­ლო­მეტ­რია ჩეჩ­ნე­თამ­დე, თან რუ­სუ­ლი ბლოკ­პოს­ტე­ბია გა­სავ­ლე­ლი. ამ­დე­ნი ტვირ­თით და შე­ი­ა­რა­ღე­ბით ამის გა­კე­თე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა. შე­საძ­ლო­ა, დაჰ­პირ­დნენ, კო­რი­დორს გა­გი­კე­თებთ და და­ღეს­ტან­ში გა­და­გიყ­ვან­თო.

- გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ პი­რო­ბით გა­უშ­ვეს თურ­ქეთ­ში, რომ სი­მარ­თლე არ თქვან?

- ის ბი­ჭე­ბი თურ­ქე­თის სა­პა­ტიმ­რო­ში სხე­დან. ალ­ბათ, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ იტყ­ვი­ან, რა და რო­გორ იყო. ჩეჩ­ნე­ბი მოს­თხო­ვენ პა­სუხს და ყვე­ლა­ფერს ათ­ქმე­ვი­ნე­ბენ. შე­საძ­ლო­ა, მათ თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი, ან ია­რა­ღის ტა­რე­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს. ჩვე­ნი და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლო­პო­ტის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ შს და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში აპი­რებ­დნენ შეს­ვლას, რის­თვი­საც თე­ლა­ვის აე­რო­პორ­ტში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო მე­ოთხე ბრი­გა­და. მა­თი მი­ზა­ნი იყო პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში შეს­ვლა და იქა­უ­რო­ბის გაწ­მენ­და. ჩემ­თვის უც­ნო­ბი­ა, რა­ტომ გა­და­ი­ფიქ­რეს შემ­დეგ ეს. ახ­ლა ვად­გენთ, რა­ტომ იყო დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი მე­ოთხე ბრი­გა­და. ისე, შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს და­ნა­შა­უ­ლის გა­მოს­ყიდ­ვა სურს და პან­კი­სე­ლებს ეუბ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ბრა­ლი­ა, ბრძა­ნე­ბა მე არ გა­მი­ცი­ა­ო. იგი მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე იყო და მის გა­რე­შე არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ახ­მე­ტე­ლი­ა, მა­მამი­სი ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის "გა­ი"-ს უფ­რო­სი იყო. მას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და მიკ­ვირს, ასე­თი გა­რე­წა­რი შვი­ლე­ბი რო­გორ გა­ზარ­და იმ კაი კაც­მა?! ივა­ნიშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, თე­ლავ­სა და ახ­მე­ტა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას თქვა, რო­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვალ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ძი­ებ ამ საქ­მე­სო. თუმ­ცა რა­ტომ­ღაც დღემ­დე ჭი­ა­ნურ­დე­ბა.

- შე­საძ­ლო­ა, შე­იქ­მნას სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ა, რო­მე­ლიც ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის პე­რი­პე­ტი­ებს ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ებს.

- სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია რი­სი გამ­კე­თე­ბე­ლი­ა?! ჩვენ მხო­ლოდ სი­მარ­თლის დად­გე­ნას ვე­ლო­დე­ბით, ამის მე­რე კი ჩეჩ­ნე­ბი თვი­თონ და­იწყ­ე­ბენ შუ­რის­ძი­ე­ბას. 11 ადა­მი­ა­ნია მოკ­ლუ­ლი, თა­ნაც მძი­ნა­რე ბავ­შვე­ბი. ჩვე­ნი ადა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, მძი­ნა­რე ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა. ლორ­თქი­ფა­­ნი­ძე და­კითხ­ეს და გა­მო­უშ­ვეს, ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას კი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბრალ­საც არ წა­უ­­ყე­ნე­ბენ.

ჩვენ გვაქვს ორი ძი­რი­თა­დი კითხ­ვა: რა მიზ­ნით შე­ა­ი­ა­რა­ღეს ახალ­გაზ­რდე­ბი და მე­რე რა­ტომ და­ხო­ცეს. ჩა­ტა­ევს პრო­თეზს გა­უ­კე­თე­ბენ (ცა­ლი ხელ­-ფე­ხი არა აქვს ადა­მი­ანს) და აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ნა­ხუ­ლებს გა­დარ­ჩე­ნი­ლებს. სულ მა­ლე და­ვად­გენთ, რა ბრა­ლი აქვთ ამ საქ­მე­ში ახა­ლა­ი­ას, ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, ამი­რი­ძე­სა და მა­ი­სუ­რა­ძეს, მე­რე კი ჩვენ ვი­ცით.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:

"ჩეჩნები თავის სისხლს არავის პატიობენ"... - მექა ხანგოშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ