ნატო გელაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ხელოვნება აღარც იყოს საქართველოში

ნატო გელაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ხელოვნება აღარც იყოს საქართველოში

მუდამ მოღიმარი, ხალისიანი და ენერგიული - ასეთად იცნობს ჩვენი საზოგადოება კომპოზიტორ და მომღერალ ნატო გელაშვილს, რომლის სიმღერებიც ჩვენს ხალხს გამორჩეულად უყვარს. ალბათ ამის მიზეზი ის საოცარი გულწრფელობა და უშუალობაა, რომელიც მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს. ქალბატონი ნატო ჩვენთან საუბრის დროსაც საოცრად გულწრფელი და უშუალო იყო:

- როგორია თქვენი განწყობა ახლა, როცა ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა?

- დავიღალე და მინდა, ეს ქვეყანა ოდესმე დაწყნარდეს. ჩვენი ინტელიგენციაც ძალიან დაიღალა და კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვეღარ აიტანს, ვერ მოითმენს. უკეთესის მოლოდინში ცხოვრება გავიდა და უკვე აღარ დარჩა იმედი, რომ შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. მართალია, "ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ ახლა მთავარი ამ მხარდაჭერისა და სიყვარულის შენარჩუნებაა. რაღაც წინსვლა თუ არ დაიწყო, მოლოდინის რეჟიმში ცხოვრება ძალიან ძნელია. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მიტინგების მეტი რა ვნახეთ, ამ წლებმა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებას დაასვა დაღი და მგონი უნდა დადგეს დრო, როცა აღარ იქნება საჭირო მიტინგებზე სირბილი და არეულობა. გამოგიტყდებით, უკვე ყველანაირი მიტინგი მეზიზღება! მგონი ჩემსავით ყველას დაწყნარებულ საქართველოში ცხოვრება უნდა. უბრალო ადამიანების თვალით დანახული საქართველო კი დღეს საკმაოდ გაჭირვებულია და მე აღარ მინდა, ეს ქვეყანა ასეთი იყოს. ფაქტია, რომ დღეს ხელოვნებაც ძალიან ცუდ დღეშია.

- ქალბატონო ნატო, 19 აპრილს თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგია დაგეგმილი. თუ აპირებთ იქ მისვლას?

- სიმართლე გითხრათ, მე არასოდეს, არც ერთ პოლიტიკურ მიტინგზე არ ვყოფილვარ, რადგან მიმაჩნია, რომ შენი ქვეყნისათვის სასარგებლო საქმის კეთება სხვა გზითაც შეიძლება. ამავე დროს ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ქვეყანაში ყოველთვის უნდა იყოს იმიტომ, რომ შეცდომები ნებისმიერ ხელისუფლებას მოსდის, სიმართლე კი ვინმემ უნდა თქვას. იმის მიუხედავად, რომ ქუჩაში დგომა არ მიყვარს, ჩემი მოსაზრება არასოდეს დამიმალავს. რაც შეეხება 19 აპრილს, მე იქ არ მივალ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: მიტინგზე აუცილებლად მივა ხალხი, რომელიც განაწყენებულია ახალ მთავრობაზე. მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელიც ბოლო თვეებში უსამსახუროდ დარჩა და მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. რიგითი მოქალაქისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, "ნაციონალური მოძრაობა" გაუშვებს სამსახურიდან, თუ "ქართული ოცნება". მე სულ ვიბრძოდი ამის გამო: წინა მთავრობის დროსაც ჩემს კონცერტებზე სისტემატურად გამოდიოდნენ ოპოზიციურად განწყობილი მომღერლები, რადგან მე არასოდეს მიმიქცევია ყურადღება მათი პოლიტიკური შეხედულებებისათვის. ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და არიან, მომღერალი არ უნდა დაიბლოკოს იმის გამო, რომ ვინმეს ემხრობა, თავისი აზრი კი ნებისმიერ ადამიანს აქვს და ეს არ უნდა მივიჩნიოთ დანაშაულად.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"