ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ

ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ

საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების შედეგებით, ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ. განათლების ეროვნულმა ცენტრმა დღეს 2011 წელს "საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის" (IEA) მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები საზოგადოებას წარუდგინა.

პრეზენტაციას განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, პედაგოგები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

როგორც კონფერენციაზე ითქვა, წელს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები მონაწილეობდნენ, მათ შორის მეორედ - საქართველო.

პირველი ანალოგიური კვლევა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში 2006 წელს განხორციელდა. საქართველოში კვლევები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ, "წიგნიერების საერთაშორისო კვლევით" 9-10 წლის ასაკის მე-4 კლასელების კითხვის უნარები და ის ფაქტორები შეფასდა, რომლებიც მოსწავლის წიგნიერებაზე ახდენს გავლენას. ამ მიზნით საქართველოში 174 სკოლის დაახლოებით 4800-მდე მოსწავლე შეფასდა, ასევე მშობელი და მასწავლებელი. მსოფლიოს 45 ქვეყნას შორის, ქართველ ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი - 488 მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებლებს.

წიგნიერებაში მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით, პირველ ადგილზე ჰონკონგია 571 ქულით, შემდეგ რუსეთი - 568, იგივე მაჩვენებელი აქვს ფინეთსაც.

კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა.

ამასთან, მოსწავლეთა 14% მიღწევის საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ აღმოჩნდა. უმაღლეს საფეხურზე (625 ქულა) კი შეფასებული ბავშვების მხოლოდ 2% იმყოფება.

ჩატარებული კვლევის მიზანი სწავლების დონის გაუმჯობესება და ხარვეზების აღმოსაფხვრელად სწორი პოლიტიკის განხორციელებაა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"