თეა წულუკიანი - ზურაბ ადეიშვილს მაინც დავაბრუნებთ

თეა წულუკიანი - ზურაბ ადეიშვილს მაინც დავაბრუნებთ

ექვს თვეში იქნება თუ ათში, ზურაბ ადეიშვილს მაინც დავაბრუნებთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს. მისივე განმარტებით, ზურაბ ადეიშვილი უნგრეთში არ იმყოფება.

"უნგრეთის სახელმწიფომ უარყო, რომ ადეიშვილი მის ტერიტორიაზეა. შსს-სა და პროკურატურასთან ერთად საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ვმუშაობთ. მისი გაქცევიდან ჯერ მხოლოდ 6 თვეა გასული. ეს არ არის ის დრო, რომ პანიკამ მოგვიცვას, ადეიშვილს ვერ დავაბრუნებთო. სიმართლე ყოველთვის ზეიმობს და ექვს თვეში იქნება თუ ათში, მას მაინც დავაბრუნებთ", - აცხადებს წულუკიანი.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი ინტერვიუში ახალი პირადობის მოწმობების საკითხსაც ეხება და იმ ინფორმაციებზე საუბრობს, რომლის მიბმასაც წინა ხელისუფლება ID ბარათების ჩიპზე გეგმავდა.

"ID ბარათზე პირთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის მიბმას გეგმავდნენ. სახელმწიფოსთვის ერთბაშად იქნებოდა ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია ყველა ქმედების შესახებ, რომლის დროსაც მოქალაქე ოფიციალურად დაფიქსირდებოდა, ანუ დაწყებული კარდიოლოგთან ვიზიტით, დამთავრებული საბანკო მოქმედებებით, ნებისმიერი მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო დეტალით. ფაქტობრივად, ადამიანის თითოეული ნაბიჯი ცნობილი იქნებოდა, რაც ეწინააღმდეგებოდა მის თავისუფალ ნებას. ჩვენ ამას არ ვგეგმავთ და ამის საწინააღმდეგო კანონიერ გარანტიებზეც ვფიქრობთ, რადგან პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი", - აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა