კახა შარტავა შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდეს

კახა შარტავა შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდეს

"ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახა შარტავა შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდეს. როგორც "ამბები.გე"-სთვის გახდა ცნობილი, "ქართულ ოცნებაში" შარტავას კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ.

მაშინ, როცა "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, "ეროვნული ფორუმი" ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიას შეუერთდა. არჩევნებში კოალიციის სიაში შარტავა არ შეიყვანეს. ხოლო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, როცა "ქართული ოცნება" ახალ მთავრობას აკომპლექტებდა, კახა შარტავას რამდენიმე მაღალი თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შარტავა უარს ამბობდა ხელისუფლებაში ყოფნაზე.

საზოგადოებაში იმაზეც საუბრობდნენ, რომ კახა შარტავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა და სწორედ ამის გამო არ დათანხმდა იგი არცერთ თანამდებობას.

თეა ბითაძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა