რა გარიგებაშია ხელისუფლება ძებნილ დათა ახალაიასა და მეგის ქარდავასთან?

რა გარიგებაშია ხელისუფლება ძებნილ დათა ახალაიასა და მეგის ქარდავასთან?

"ამბები.გე"-მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პატიმარი ბაჩო ახალაია მაისში გაათავისუფლონ. ამის მიზეზი, წყაროს ცნობით, მეგის ქარდავას ხელთ არსებული კომპრომატი ვიდეოები გახდება, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლების სკანდალური ჩანაწერებია. 

გუშინ გავრცელდა დათა ახალაიას სკანდალური განცხადება ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. ეს განცხადება წყალს ნამდვილად მოქმედი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს, თუმცა ახალაიების რეაბილიტაციასაც ახდენს, რადგან ყველა იმ მოვლენაში, რაშიც ბაჩო ახალაიაა დადანაშაულებული, მისი ძმა ბრალს ვანო მერაბიშვილს სდებს.

დავუბრუნდეთ მეგის ქარდავას ხელთ არსებულ სკანდალურ კადრებზე გავრცელებულ ინფორმაციას - ეს ინფორმაცია ქარდავამ ადვოკატის პირით მხოლოდ დღეს, დათა ახალაიას განცხადების გავრცელების შემდეგ უარყო.

ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი კადრები არ აქვს და არც არავის ემუქრება. "ამბები.გე"-მ მას ჰკითხა, დათა ახალაიას განცხადებაზე რა პოზიცია აქვს მეგის ქარდავას, თუმცა ველიჯანაშვილმა გვიპასუხა, რომ არ იცის.

რა შეიძლება ხდებოდეს რეალურად? - წყაროს ცნობით, სკანდალური კადრები ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს ქარდავამ უკვე გაუგზავნა და მოსთხოვა, რომ ახალაია გაათავისუფლონ! წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ამ კადრების "იუთუბზე" ატვირთვით დაიმუქრა.

ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლებამ დრო ითხოვა და კადრების განადგურებასთან ერთად, ქარდავას და ახალაიას - "ნაციონალების", კერძოდ ვანო მერაბიშვილის "გასაფუჭებლად" რაიმეს მოფიქრება მოსთხოვა. სანაცვლოდ კი ძმებ ახალაიებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნას დაჰპირდა.

დიდი ხანია დადის ხმები, რომ ახალაიები და მერაბიშვილი დაპირისპირებულები არიან. მართლაც, რაც ბაჩო დააკავეს, მერაბიშვილს მის მიმართ არცერთი სანუგეშო სიტყვა არ უთქვამს. დათა ახალაიამ ამ დაპირისპირების საიდუმლოს ფარდა ახადა, მოქმედ ხელისუფლებას თხოვნა შეუსრულა და საკუთარი თავისა და ძმის გადასარჩენად სკანდალური განცხადება გაავრცელა, რომლის თქმაც, შესაძლოა, ყოველთვის სურდა, თუმცა "ნაციონალი" მეგობრების ხათრით ხმას არ იღებდა.

სიმბოლურად, ახალაიას სკანდალი მერაბიშვილის დაბადების დღეს დაემთხვა და "ნაციონალების" მიერ 19 აპრილს დაგეგმილ აქციას დაასწრო.

"ნაციონალების" პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის იმიჯზე რამდენად იმოქმედებს ახალაიას "ეს დარტყმა" უცნობია, თუმცა უმცირესობის წევრები არ იჯერებენ, რომ დათა ამას იზამდა. გავრცელებულ განცხადებას კი სპეცსამსახურების ნამოქმედრად აფასებენ.

მოვლენები ერთმანეთს ემთხვევა და თუ კი ყველაფერი იმ გარიგებისამებრ მოხდა, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით, საინტერესოა, "ბოლო სერიაში" ახალაია და ივანიშვილი ერთად დარჩებიან, თუ არა.

ხათუნა გაგნიძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა