პლეხანოველი ნარკომანის აღსარება - ჰეროინიდან "კრაკადილამდე"

პლეხანოველი ნარკომანის აღსარება - ჰეროინიდან "კრაკადილამდე"

გიორგი, 29 წლის:

"თბილისელი ბიჭი ვარ, სვანეთის უბნელი, პირველად მარიხუანა რომ გავსინჯე, 8 წლის ვიყავი, ჩემს მეზობელს ჰქონდა ეზოში დათესილი და ხშირად ვხედავდი "მოსავლის" მოლოდინში ბაღში მოტრიალე უფროსებს ცნობისმოყვარეობა მკლავდა... ამიტომ ერთ საღამოს ეზოში შევიპარე.. საშრობზე დაყრილი "პლანის" ფოთლები საგულადაგულოდ ჯიბეში შენახულ გაზეთის ნაგლეჯში გადავახვიე და მოვუკიდე" მახსოვს ხარბად და შიშის ფეთებით ვეწეოდი"რომ არავის დავენახე, იმ იმ საღამოს უკვე დიდ ბიჭად ვიგრძენი თავი, სკოლის ეზოში კლასელი ბიჭები ჩუმჩუმად სიგარეტს რომ ეწეოდნენ ეწეოდნენ, მე "პლანს" ვეტანებოდი.

1997 წელს ჩემი ოჯახი გერმანიაში წავიდა, ლტოლვილის სტატუსი მივიღეთ და ნიუმბერგთან ახლოს პატარა დაბაში ვცხოვრობდით... იქ მყოფი ქართველების უმრავლესობა "წამალზე" იჯდა, მე ისევ მარიხუანას ვეწეოდი, თუმცა ერთხელ როდესაც მარიხუანა ვერ ვიშოვე, ბიჭებმა მითხრეს, მაგარ რამეს გასწავლითო, და ყაყაჩოს ხარშვა მასწავლეს, თავად ვენაში იკეთებდნენ, მე ვსვამდი. მალე დაბაში ჰეროინის ყველა ბარიგას ვიცნობდი, წამლის მოსატანად მე მგზავნიდნენ ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ გერმანული ვიცოდი და თან 13 წლის ბავშვზე ეჭვს ვინ მიიტანდა, ერთ საღამოს ჰეროინის მოსატანად წავედით მე და ჩემი მეგობარი მახო, შავკანიან "ბარიგასთან" სახლში რომ ავედით, აბაზანაში იყო, ბანაობდა, მახო ტელევიზორს მიუჯდა მე საპირფარეშოში შევედი, სანთებელა დამივარდა, ასაღებად რომ დავიხარე შევამჩნიე, რომ უნიტაზზე ქვემოთ, ორი პარკში შეხვეული რაღაც იყო "სკოჩით" შემოკრული, ცნობისმოყვარეობამ მძლია და მოვხსენი, ოთახში გამოსვლისას ერთი გავხსენი თეთრი ფხვნილი გადმოიყარა" მახოს დავუყვირე, მოდი, ნახე ეს რა არის მეთქი, მახომ რომ შეხედა, გამომართვა და მითხრა, ჰეროინია, დავითესოთო, იქნებოდა 100 გრამამდე. მე ვუთხარი მეორეც მაქვს მეთქი" ძირს რომ ჩამოვედით ბარიგამ რაღაც გადმოიძახა და უცებ მთელი საერთო საცხოვრებელი ჩვენ დაგვედევნა, მანქანამდე ძლივს მივაღწიეთ. მერე ერთი კვირა შიშით სახლიდან გარეთ ვერ გამოვდიოდი. "ბარიგის" გადაგდებას იქ არავის პატიობენ, იმდენად დიდ ბიჭად მომქონდა თავი, რომ მარიხუანის შესაძენად საფრანგეთში სტრასბურგში ჩავედი, იქ ჩვენებური ბიჭები დამხვდნენ და ქალაქის ცენტრში მოედანზე გავედით, უამრავი ბარიგა ირეოდა, ძირითადად არაბები და შავკანიანები იყვნენ, ერთ-ერთთან მივედი და გატეხილი ფრანგულით ვუხსნიდი რა მინდოდა, მოულოდნელად შემომეხვივნენ დანარჩენებიც და ერთმანეთს საუბარს არ აცლიდნენ, მანიშნებდნენ, ჩემი საქონელი უკეთესიაო და ა შ, ერთი ე.წ. ჩხირი 10 მარკა ღირდა, 700 მარკის პლანი ვიყიდე, ფული ბევრი არ მქონდა ამიტომ ბარიგას ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი და ნაჩუქარი ძვირადღირებული ოქროს სამაჯური დავუტოვე, გერმანიიდან სტრასბურგში 8 საათში, ჩავედი, იქიდან კი ისეთი დაბოლილი მოვდიოდი სახლამდე მისვლას სამი დღე მოვუნდი, სახლში მისვლისას ჩამეძინა, დედაჩემმა შემთხვევით ქურთუკის ჯიბეში ნაყიდი მიპოვა და რომ გავიღვიძე ერთი ამბავი დამაღწია, რატომ გაქვსო, ძალიან ნერვიულობდა, რომ ვერ დავამშვიდე, ბოლოს ვუთხარი, ბიჭებისთვის გამომატანეს საფრანგეთიდან მეთქი, ჩვენს მეზობლად ერთი შავკანიანი ქალი ცხოვრობდა, მუდმივად კაიფში დადიოდა და სულ მიკვირდა, რას შოულობდა ასეთს, ერთ დილას თვალი ჩამიკრა, საღამოთი შემომიარეო, როცა ვესტუმრე გაკვირვებული დავრჩი, ლტოლვილის კვალობაზე კომფორტულად ცხოვრობდა, მცირე ხნიანი საუბრის შემდეგ ბავშვს რაღაც დაუძახა აფრიკულ დიალექტზე, ისიც გამოვიდა და ცელოფნის პარკით რაღაც გამოიტანა, დავინახე აფრიკული მარიხუანა იყო ბალახი, ერთი იქვე მომაწევინა, მეორე დოზა მაჩუქა და, მითხრა ბიჭებს თუ მოუნდებათ, ჩემთან მოდი და პაკეტს 30 მარკად მოგცემო. სხვას არ ვენდობი, მხოლოდ შენ იარე ხოლმეო" ასე ვიქეცით, რამდენიმე ათეული ქართველი ამ ქალის კლიენტებად, ხანდახან ნაქურდალი ნივთებიც მიგვქონდა და თუ რამე მოეწონებოდა "პლანში" ვუცვლიდით, 2001 წელს დედის ავადმყოფობის გამო იძულებულები გავხდით საქართველოში დავბრუნებულიყავით, მთელი გზა ვცდილობდი წარმომედგინა რას მეტყოდნენ ჩემი ბავშვობის ძმაკაცები, ჩემს ნარკოთავგადასავლებს რომ მოისმენდნენ,ალბათ შერცხვებოდათ რომ ერთ დროს ბირჟაზე მყოფნი ჩემთან ერთად დიდ მომავალზე ოცნებოდნენ, გადავწყვიტე, როგორც კი თბილისში ფეხს დავადგამდი, წამლისკენ აღარ გამეხედა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ისეთი საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი" გვერდით მჯდომ დედასაც ღიმილით გადავხედე, იმის ნიშნად რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,დილით უთენია გავედი "ბირჟაზე" ერთი სული მქონდა, ჩემიანები მენახა, ჩემი ძმაკაცებიც ნელ-ნელა შეიკრიბნენ, როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ იმ უდარდელი ბავშვობიდან არაფერი შემოგვრჩენია, მეოცნებე ბიჭების ნაცვლად წამლის მკეთებლები შემრჩა ხელში, ჩვენთან უკვე ჰეროინის მოწევა დავიწყე, რადგან ნემსის გაკეთების მეშინოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ:

ნარკომომხმარებელთა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა (+18)

რა გზები არსებობს საქართველოში ნარკომანიის პრობლემის დასაძლევად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ