პრეზიდენტმა ოქროს სამკაულით ივანა მელაიც დაასაჩუქრა

პრეზიდენტმა ოქროს სამკაულით ივანა მელაიც დაასაჩუქრა

პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხებით შეძენილი ოქროს სამკაულით საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მომღერალი ივანა მელაიც დაასაჩუქრა.

დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მელაის საჩუქარი 982 ლარი დაუჯდა. 440 ლარიანი ძეწკვი, 542 ლარიან კულონთან ერთად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის მიერ 2011 წელს "დაფიონ სამკაულშია" შეძენილი.

როგორც იმერლიშვილი განმარტავს, ყველა ასეთი არამიზნობრივი ხარჯი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას აქამდე გრიფი "საიდუმლო" ედო.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "პრეზიდენტმა მარიამ საჯაიას 3500 ლარიანი სამაჯური აჩუქა"

სამაჯური მარიამ საჯაიასთვის და გასახდომი პროცედურები - რაში ხარჯავდა ფულს პრეზიდენტი?

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"