"მე და მი­შა ცი­ხე­შიც ერ­თად ვი­ჯე­ქით"

"მე და მი­შა ცი­ხე­შიც ერ­თად ვი­ჯე­ქით"

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ერ­თ-ერთ საქ­ველ­მოქ­მე­დო ვახ­შამ­ზე პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნაცხ­ა­და, რომ ის ქარ­თულ პრე­სას არ კითხ­უ­ლობს, რად­გან "ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ ღე­ბუ­ლობს და "იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, მას­ში და­ბა­ლი დო­ნის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი­ა". მან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნაშ­რომს ნაჯღ­აბ­ნიც უწო­და. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რომ ჯი­უ­ტად უკე­თებ­და პრე­სას იგ­ნო­რი­რე­ბას, ტე­ლე­ვი­ზი­ებს კი, ზოგს არ­ბევ­და (ი­ხი­ლეთ "ი­მე­დის" მა­გა­ლი­თი), ზოგს ან­ტე­ნებს უყა­და­ღებ­და, ზოგს კი მფლო­ბელს არ­თმევ­და. ჰო­და, ალ­ბათ, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ თუ გეტყ­ვით, რომ კაცს, რო­მე­ლიც გა­ზე­თებს არ კითხ­უ­ლობს, არ­ცთუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში, 1998 წლის ივ­ლის­ში, რე­დაქ­ტო­რის ამ­პლუ­ა­შიც მო­უ­სინ­ჯავს ძა­ლე­ბი. გა­ზეთ "შან­სის" 27-28 ივ­ლი­სის ნომ­რის რე­დაქ­ტო­რი სა­ა­კაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. გა­რე­კან­ზე მთა­ვა­რი მა­სა­ლე­ბი ასეა და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი: "ზუ­რაბ ჟვა­ნია - კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის სა­ი­დუმ­ლო წევ­რი(­!)"პატ­რი­ო­ტიზ­მი, რო­გორც კო­რუმ­პი­რე­ბულ­თა ბო­ლო თავ­შე­სა­ფა­რი"; "მი­ე­ცით თა­ო­ბას შან­სი და ის გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს!" ამ თა­ო­ბას რე­დაქ­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ა­ხალ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ელი­ტას" უწო­დებს და მათ ბი­ოგ­რა­ფი­ას გა­ზეთ­ში საკ­მა­ოდ დიდ ად­გილს უთ­მობს. კერ­ძოდ, "ა­ხალ ელი­ტად" სა­ა­კაშ­ვილს ესა­ხე­ბო­და: ლა­დო ჭან­ტუ­რი­ა, ნი­კო ორ­ვე­ლა­შვი­ლი, და­თო ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი, ნუ­ცა ალექ­სი-­მეს­ხიშ­ვი­ლი, ივა­ნე ხოხ­ლო­ვი, ნა­ნა ადე­იშ­ვი­ლი, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, გი­გი თევ­ზა­ძე, ნა­ტო ამი­რე­ჯი­ბი, რო­მან გო­ცი­რი­ძე, ნი­კა ტა­ბა­ტა­ძე, ნი­ნო ქა­ჯა­ი­ა...

იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გახ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი რე­დაქ­ტო­რი, გა­ზეთ "შან­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბონ­დო ქურ­და­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- 1998 წლის ზაფ­ხულ­ში შევ­ხვდი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და ვუთხ­ა­რი, მოქ­კავ­ში­რი, სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს რომ ჭამთ პარ­ლა­მენ­ტში, მოგ­წონ­თ-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა - ეს ჯან­სა­ღი პრო­ცე­სი­ა­ო. შევ­თა­ვა­ზე, რა­ღა პარ­ლა­მენ­ტში ვაჭ­მე­ვი­ნოთ ერ­თმა­ნე­თი, თუ სათ­ქმე­ლი გაქვთ, მო­დი, გა­ზეთს და­გით­მობთ და ერ­თი კვი­რა სა­ა­კაშ­ვი­ლი იყოს რე­დაქ­ტო­რი, მე­ო­რე კვი­რა - ნა­თე­ლაშ­ვი­ლი და მე­სა­მე კვი­რა - რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, გა­ზე­თი­დან ამ­ხი­ლონ ერ­თმა­ნე­თი-­მეთ­ქი. ზუ­რას ისე მო­ე­წო­ნა ეს იდე­ა, მა­შინ­ვე და­უ­რე­კა მი­შას, ისიც და­ყა­ბულ­და... სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­ტის­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და საქ­მეს. მთე­ლი პარ­ლა­მენ­ტი და "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" რე­დაქ­ცი­ა­ში იყო, მოჰ­ქონ­დათ და მოჰ­ქონ­დათ წე­რი­ლე­ბი. ამ კაცს აშ­კა­რად ეტყ­ო­ბო­და, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის ნი­ჭი ჰქონ­და. ერ­თხელ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით გა­ვე­ხუმ­რე - ერ­თი კვი­რა ხომ და­გით­მე რე­დაქ­ტო­რო­ბა, რო­ცა პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბი, ერ­თი დღე მე და­მით­მე პრე­ზი­დენ­ტო­ბა-­მეთ­ქი. მი­შამ ბევ­რი იცი­ნა, მითხ­რა, ასე იყო­სო და იქ­ვე ტაქ­ტი­ა­ნად და­ა­მა­ტა - ჩემ­ზე მაგ­რე­ბიც არი­ა­ნო. სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ წა­ვი­და რე­დაქ­ცი­ი­დან, იქ მყოფ­მა ცნო­ბილ­მა ექ­სტრა­სენ­სმა თა­მაზ ჭე­იშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ჩვენს სა­უ­ბარს შე­ეს­წრო, მითხ­რა, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს ამის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­გა­ნო. რა­ტომ­-მეთ­ქი და, მი­სი თვა­ლე­ბი არ მომ­წონს, ზუს­ტად ასე­თი გა­მო­ხედ­ვა ჰქონ­და ადოლფ ჰიტ­ლერს, სი­მაღ­ლე­შია მხო­ლოდ სხვა­ო­ბა­ო. და­მი­ჯე­რე, შე­ვარ­დნა­ძე სა­ნატ­რე­ლი გაგ­ვიხ­დე­ბა­ო.

- ბა­ტო­ნო ბონ­დო, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მოშ­ვე­ბუ­ლი გა­ზე­თი იყო უკე­თე­სი?

- ვა­ხო (რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი) რე­დაქ­ცი­ა­ში დოლ­-გარ­მო­ნი­თა და პურ­მა­რი­ლით მო­დი­ო­და და იყო ერ­თი დიმ­პი­ტა­ურ­-დამ­პი­ტა­უ­რი. შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ მო­სუ­ლა რე­დაქ­ცი­ა­ში, რა­ტომ­ღაც არ იკად­რა. სა­მა­გი­ე­როდ, მთე­ლი ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი დე­და­ბუ­დი­ა­ნად რე­დაქ­ცი­ა­ში იყ­ვნენ და სა­სიგ­ნა­ლო ეგ­ზემ­პლა­რებს წინ და უკან აფ­რი­ა­ლებ­დნენ - შალ­ვას­თან მიჰ­ქონ­დათ და მოჰ­ქონ­დათ. მი­უ­ხე­და­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი ჩე­მი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, სი­მარ­თლეს ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვი - მი­სი რე­დაქ­ტო­რო­ბით და­ბეჭ­დი­ლი გა­ზე­თი ერ­თი თა­ვით მაღ­ლა იდ­გა და­ნარ­ჩე­ნებ­ზე. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­სი მო­წი­ნა­ვე წე­რი­ლი იყო "ვის უშ­ლის ხელს თა­ვი­სუ­ფა­ლი მას­მე­დი­ა", რო­მელ­შიც თა­ვი­სუ­ფა­ლი მას­მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის როლ­ზე იყო ლა­პა­რა­კი.. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან მივ­დი­ო­დი ოჯა­ხით, ჩემ­მა ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა ზუ­რა კორ­კო­ტა­ძემ აე­რო­პორ­ტში პა­ტა­რა ჩან­თა გად­მომ­ცა, თა­მაზ ჭე­იშ­ვილ­მა გა­მო­მა­ტა­ნა და მითხ­რა: თვით­მფრი­ნავ­ში რომ ავა, მე­რე გახ­სნა­სო. გავ­ხსე­ნი ჩან­თა და კი­ნა­ღამ გუ­ლი წა­მი­ვი­და - ჩან­თა­ში მი­შას დი­დი თო­ჯი­ნა იდო, ზუს­ტად ისე­თი, "დი­დე­ბის ზღა­პარ­ში" რო­მა­ა. ჩე­მს სა­მი წლის ბარ­ბა­რეს ისე მო­ე­წო­ნა თა­ვის­ზე გრძე­ლი თო­ჯი­ნა, რომ თვით­მფრი­ნავ­ში აქეთ­-ი­ქით და­არ­ბე­ნი­ნებ­და, მგზავ­რე­ბი სი­ცი­ლით კვდე­ბოდ­ნენ. მე და ჩემს მე­უღ­ლეს სიმ­წრის სი­ცი­ლი აგ­ვიტყ­და, კაცს, რო­მელ­საც გა­ვე­ქე­ცით, ჩე­მი შვი­ლი გულ­ში იკ­რავ­და და რა კარ­გი ვინ­მე­ა­ო, ყვი­რო­და... თო­ჯი­ნას­თან ერ­თად უამ­რა­ვი ფა­თე­რა­კი გა­მო­ვი­ა­რე. უკ­რა­ი­ნი­დან უნ­გრეთ­ში რომ გა­დავ­დი­ო­დით გა­სა­ბე­რი ნა­ვით, მდი­ნა­რემ გაგ­ვი­ტა­ცა და ძლივს გა­დავ­რჩით. ნა­პირ­ზე რომ გა­ვე­დით, თო­ჯი­ნა აღარ­სად იყო, ხელ­მე­ო­რედ შე­ვე­დი მდი­ნა­რე­ში და ვი­პო­ვე. ოთხი თვე უნ­გრე­თის ცი­ხე­ში ვი­ჯე­ქით თო­ჯი­ნა-­მი­შა და ჩვენ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რი­ლი წარ­სუ­ლი­დან

რას წერ­და მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ქარ­თულ მე­დი­ა­ზე

.. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და მი­ვი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აქ­ტი. ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ა, რო­მე­ლიც კა­ნო­ნით არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლოს, უნ­და იყოს ღია და ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ინ­ტე­რეს­დე­ბა იმით, თუ რო­გორ მოხ­და დე­და­ქა­ლაქ­ში "გა­დამ­წვა­რი სახ­ლე­ბის" ნაც­ვლად აშე­ნე­ბუ­ლი ბი­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა, იგი არ უნ­და აწყ­დე­ბო­დეს მე­რი­ის მო­ხე­ლის გა­და­უ­ლა­ხავ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას და შე­უ­რაცხ­ყო­ფებს. ამ მო­ხე­ლეს თა­ვად კა­ნო­ნი უნ­და ავალ­დე­ბუ­ლებ­დეს მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მას. უნ­და იყოს და­ცუ­ლი წყა­როს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტის უფ­ლე­ბე­ბი....

... სა­ხელ­მწი­ფო უნ­და ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­დეს მას­მე­დი­ას, რა­თა შე­ა­ჩე­როს პრე­სის მო­ნო­პო­ლი­ზა­ცი­ის სა­ხი­ფა­თო ტენ­დენ­ცი­ა. სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­და­ქაჩ­ვა იმ ხალ­ხის ხელ­ში, ვის­თვი­საც ისი­ნი მე­ო­რა­დი­ა. თა­ვი­სი უმ­თავ­რე­სი კლა­ნუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ნიღ­ბად სა­ხელ­მწი­ფო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს პრე­სის, რო­გორც თვი­თა­ნაზღ­ა­უ­რე­ბა­დი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბით. თუ პირ­და­პი­რი სუბ­სი­დი­ე­ბით არა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბით მა­ინც. ქარ­თუ­ლი პრე­სა დღეს ბევ­რად უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი­ა, ვიდ­რე თით­ქმის მთლი­ა­ნად მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი მას­მე­დია და ამ მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სუ­ლაც არ არის ად­ვი­ლი....

... ამა­ვე დროს რე­ა­ლუ­რად უნ­და ამუ­შავ­დეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვის და ღირ­სე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ, რაც ხელს შე­უწყ­ობს მას­მე­დი­ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ამაღ­ლე­ბა­საც.

ისიც ფაქ­ტი­ა, რომ იმ ხალ­ხის ნა­წი­ლი, ვინც დღეს პრე­სას მოს­ყი­დუ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს, ზოგ­ჯერ თა­ვად არის მოს­ყიდ­ვის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი და ძი­რი­თა­დად იმა­ზე ნერ­ვი­უ­ლობს, რომ ყვე­ლას მოს­ყიდ­ვა ან და­ში­ნე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფა­ლი მას­მე­დი­ის ბუ­ნე­ბაც სწო­რედ ისე­თი­ა, რომ ერ­თი მოს­ყი­დუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ად­გილ­ზე ყო­ველ­თვის ჩნდე­ბა ორი მო­უს­ყიდ­ვე­ლი, ხო­ლო არა­თა­ვი­სუ­ფალ გა­ზეთ­ში რამ­დე­ნი ფუ­ლიც არ უნ­და ჩა­ყა­რო, მას სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც გა­კოტ­რე­ბა არ ას­ცდე­ბა, ვი­ნა­ი­დან ასე­თია სო­ცი­ა­ლუ­რი დაკ­ვე­თა.

ამი­ტომ მას­მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი რე­ცეპ­ტი - მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­რან­ტი - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ა. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ბო­ლომ­დე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, მას­მე­დია ამ დე­მოკ­რა­ტი­ის ორ­გა­ნულ ნა­წი­ლად იქ­ცე­ვა და მი­სი მთლი­ა­ნო­ბა­ში ლან­ძღვა ჩვე­უ­ლებ­რივ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მოვ­ლე­ნად იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი.

გა­ზე­თი "შან­სი", 1998 წე­ლი.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"