ჩიქოვანმა 68 ათასი ლარი არაფრის კეთებაში აიღო?!

ჩიქოვანმა 68 ათასი ლარი არაფრის კეთებაში აიღო?!

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ჩიქოვანი შარშან ნოემბერში შვებულებაში გავიდა და მას შემდეგ სამსახურში აღარ გამოჩენილა. მისი განცხადება მარეგულირებელ კომისიაში 15 აპრილს შევიდა. ჩიქოვანი პრეზიდენტს სთხოვს, გაათავისუფლოს იგი დაკავებული თანამდებობიდან. მარეგულირებელი კომისიის წევრები აკაკი სიხარულიძე, ირაკლი მოსეშვილი, კარლო კვიტაიშვილი და სოფიო ბრიტანჩუკი არიან. კომისიაში ჩიქოვანის მეორე განცხადებაცაა შესული, ის კარლო კვიტაიშვილს სთხოვს, პრეზიდენტს გადასცეს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი დააკმაყოფილებს ჩიქოვანის მოთხოვნას, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი კომისიის რომელიმე წევრი გახდება. შეგახსენებთ, ჩიქოვანი ხელფასის სახით თვეში დაახლოებით 17 ათას ლარს იღებდა. ნოემბრის შემდეგ კი სამსახურში არ უვლია. გამოდის, რომ მან დაახლოებით 68 ათასი ლარი არაფრის კეთებაში აიღო.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"