პრეზიდენტის ბათუმური ვოიაჟი 39 926 ლარი დაჯდა

პრეზიდენტის ბათუმური ვოიაჟი 39 926 ლარი დაჯდა

2011 წლის თებერვალ-მარტში პრეზიდენტ სააკაშვილის ბათუმური ვოიაჟი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 39 926 ლარი და 10 თეთრი დაჯდა.

დღეს გასაჯაროებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით, აღნიშნული თანხის უმეტესი ნაწილი დახარჯულია "შერატონში" - სასტუმროს მომსახურებაზე, ასევე "მენეჯმეტ ჯგუფის", "მარი ჯგუფის", "გარდენის", "ინტურისტის" და "კოლხურის სახლის" კვებით მომსახურებაზე.

აღნიშნული დოკუმენტაციის გასაჯაროების ინიციატორი, დეპუტატი ირინა იმერლიშვილი განმარტავს, რომ ყველა ასეთი არამიზნობრივი ხარჯი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას აქამდე გრიფი "საიდუმლო" ედო.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"