კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას ადვოკატი კიდევ ერთხელ ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ახალაიას საქართველოში დაბრუნების შესახებ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დათა ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია ახალაიას საქართველოში ჩამოსვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. "დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - აღნიშნა ადვოკატმა.
ინფორმაცია, რომ დათა ახალია, მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე საქართველოში სარფის გავლით ბრუნდებოდნენ, გუშინ გავრცელდა. ამის გამო, სამართალდამცველთა სიმრავლე იყო სარფის გამშვებ პუნქტზე მთელი ღამის განმავლობაში. სარფში იმყოფებოდნენ ჟურნალისტებიც.
სარფის გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე, თანმხლებ პირებთან ერთად. მათ ტერიტორია დილის 05:00 საათზე დატოვეს.