თბილისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ

თბილისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ

თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლები არიან შეკრებილი. როგორც ტაქსის მძღოლებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სამგზავრო ტარიფების დაკლებას აპროტესტებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი გაბრიჩიძის განცხადებით, მათ სამგზავრო ტარიფები ხელმძღვანელობამ 30%-ით შეუმცირა, რის შემდეგაც რთული ხდება მუშაობის გაგრძელება.

"ჩვენ არ გვაქვს კომპანიისგან შრომითი ხელშეკრულება და, როდესაც კომპანიის წარმომადგენელს შევხვდით და ვუთხარით, რომ 30%-იანი შემცირებული ტარიფით ვერ შევძლებდით მუშაობის გაგრძელებას, მან გვითხრა - თუ არ მოგვწონს, შეგვიძლია სამსახური დავტოვოთ", - აღნიშნა გიორგი გაბრიჩიძემ. მისივე განცხადებით, ტაქსები ისედაც დაბალი ტარიფით მუშაობენ.

გაბრიჩიძე აცხადებს, რომ ისინი წარმოადგენენ კომპანია "ნოსტალგიას", რომლის ხელმძღვანელიც არის ნიკოლოზ ხოფერია და ამ კომპანიაში შედის ტაქსები გამოძახებით, მაგალითად, 200-200, 14-14 და სხვა.

ტაქსის მძღოლები ასევე მოითხოვენ მანქანებზე მრიცხველების დაყენებას, რადგან გაიზომოს, თუ რომელი მანქანა რამდენ კილომეტრს გადის.

"როდესაც კლიენტი მიგყავს გლდანის პირველ მიკრო რაიონში, მასაც 5 ლარს ახდევინებენ და თუკი გლდანის მერვე მიკროში წაიყვან, ისიც ხუთ ლარს იხდის, რაც უსამართლობაა", - აღნიშნა ერთ-ერთი ტაქსის მძღოლმა, ტარიელ მამაგულაშვილმა.

მისივე განცხადებით, ამ პირობებში ისინი მუშაობას არ აპირებენ და აქციებს გააგრძელებენ, ვიდრე ხელმძღვანელობა მათ სასიკეთო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"