გია ცაგარეიშვილი - უგულავას დიეტამ არ გაამართლა და ახლა ჩვენს ხარჯზე უნდათ ცელულიტების დაკლება

გია ცაგარეიშვილი - უგულავას დიეტამ არ გაამართლა და ახლა ჩვენს ხარჯზე უნდათ ცელულიტების დაკლება

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი სააკაშვილის გუშინდელი განცხადების იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც პრეზიდენტი სტუმრების გამასპინძლებაზე საუბრობს.

გია ცაგარეიშვილის თქმით, სააკაშვილმა უნდა აუხსნას საზოგადოებას მისი წონაში დაკლება როგორ აისახება სტუმრის მიღების ქართულ ტექნოლოგიებზე.

"იქნებ 19 აპრილს აქციაზე გამობრძანდნენ თავიანთი მოხდენილი სხეულებით, რომელიც სრულ წესრიგში მოიყვანეს, ბატონი უგულავა გამობრძანდეს და უთხრას მომხრეებს წონაში დაკლების მიზნით ამხელა თანხების დახარჯვა როგორ აისახება მაღალი რანგის სტუმრების მიღებაზე. ეტყობა უგულავას დიეტამ არ გაამართლა და ახლა ჩვენს ხარჯზე უნდა თავისი ცელულიტები დაიკლოს," - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

უმრავლესობის წევრი "ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებს, რომლებიც ტურისტულ მოგზაურობებს ჩამორჩენ, მოუწოდებს, საგამომძიებლო კომისიის მუშაობაში ჩაერთონ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ერთმანეთში გაარკვიონ, რატომ ყვავის ნაციონალური ინტურიზმი ქართველი გადამხდელების ხარჯზე. მე, უბრალოდ არ მესმის იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილით იხოცებიან რატომ იხარჯება 240 000 ლარი დუბაიში საღლაბუცოდ. აუხსნას ეს ხაჩიძემ, წიკლაურმა, საყვარელიძემ ან სააკაშვილმა საქართველოს. სააკაშვილი ისე გადაეგება პოლიტიკური წუთისოფლიდან, ვერასოდეს გაიგებს, რომ ის არის ქვეყნის პირველი პირი", - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

უმრავლესობის წევრის განმარტებით, სააკაშვილმა ცვრიან ბალახზე უნდა გაიაროს და უნდა გაიგოს, რომ ის, პირველ რიგში, ამ ქვეყნის ხელმძღვანელია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა