თბილისის გოგირდის აბანოში ვიქტორ იუშჩენკოს სტუმრობას ადასტურებენ

თბილისის გოგირდის აბანოში ვიქტორ იუშჩენკოს სტუმრობას ადასტურებენ

შპს "ნარიყალაში" ადასტურებენ, რომ მათ კუთვნილ N5 აბანოში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იმყოფებოდა.

როგორც აბანოს დირექტორის მოადგილემ, ლუიზა გოგოძემ განაცხადა, იუშჩენკო გოგირდის აბანოში დაახლოებით 2-3 წლის წინ იმყოფებოდა.

"ნამდვილად იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ჩვენს აბანოში. ის ვიპ აბანოში იყო შესული. ეს დაახლოებით 2-3 წლის წინ მოხდა, ზუსტი თარიღი არ მახსოვს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან მოეწონა ჩვენი მომსახურება, მიირთვა ჩაი, ასევე გაუკეთდა მასაჟი და სხვადასხვა სახის პროცედურებიც. ძალიან კმაყოფილი წავიდა", - განაცხადა გოგოძემ. 

ამასთან, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ის თანამშრომლები, რომლებიც იუშენკოს მოემსახურნენ, ამჟამად სხვაგან მუშაობენ.

გოგირდის აბანოში იუშენკოს სტუმრობის ფაქტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველი მასალებით დასტურდება. სამსახურის არამიზნობრივი ხარჯების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია გუშინ დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველა ეს ხარჯი ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას დღემდე გრიფი "საიდუმლო"ედო.

გამოქვეყნებული სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, იუშენკოს აბანოს მომსახურებაში სულ 591 ლარია დახარჯული. ორდერი 2011 წლის 6 აპრილს არის გაცემული.

ინვოისის მიხედვით, მომსახურება 7 ადამიანზე იყო გაწერილი და მასში შედიოდა თაფლის მასაჟი, სამი ჩაიდანი ჩაი მურაბით, 6 მინერალური და 6 სასმელი წყალი, 7 საპონი, 7 შამპუნი და 7 წყვილი ჩუსტი. ინვოისს ხელს აწერს შპს "ნარიყალას" დირექტორი.

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"