იუშჩენკო მზადაა, საქართველოს ბიუჯეტს თაფლის, საპნისა და შამპუნის ხარჯები აუნაზღაუროს

იუშჩენკო მზადაა, საქართველოს ბიუჯეტს თაფლის, საპნისა და შამპუნის ხარჯები აუნაზღაუროს

უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მზადაა, საქართველოს ბიუჯეტს 400 დოლარი აუნაზღაუროს, რომელიც საქართველოში მის ვიზიტს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაახარჯა. ამის შესახებ 18 აპრილს "უკრაინსკაია პრავდას" პოლიტიკოსის პრეს-მდივანმა ირინა ვანიკოვამ განუცხადა.

გარდა ამისა, პრეს-მდივანი ირწმუნება, რომ აღნიშნულ დროს ვიქტორ იუშჩენკო საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა.

"იუშჩენკოს სამუშაო გრაფიკი 2011 წლის 6 აპრილს ასეთი იყო: ის პარტია "ჩვენი უკარინას" პოლიტსაბჭოს პრეზიდიუმის სხდომას ატარებდა და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობდა. შესაბამისად, ამ დღეს ვიქტორ იუშჩენკო მუშაობდა თავის ოფისში, კიევში. ის არ იყო საქართველოში", - განაცხადა ვანიკოვამ.

"იმედი მაქვს ეს 400 დოლარი, რომელიც ჩვენ მზად ვართ ჰუმანიტარული დახმარების სახით გადავცეთ, დაეხმარება ქართველ პარლამენტარებს ქვეყანაში კორუპციის დაძლევაში და იმაში, რომ გამოყენებული საპნის და დალეული ჩაის დათვლით თავი არ შეირცხვინონ. ამასთან, ჩვენ მზად ვართ დავამატოთ ქილა თაფლი, ჯემი და საპონი შამპუნითურთ", - განაცხადა იუშენკოს პრესმდივანმა.

"ჩემი მხრიდან კი მინდა დავსძინო, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "საპნის დისკუსიის" პრიმიტიულობა ქართული პარლამენტარიზმის და დემოკრატიის მძიმე ინტელექტუალურ კრიზისზე მეტყველებს", - დასძინა ვანიკოვამ.

საქართველოში, გოგირდის აბანოში იუშჩენკოს სტუმრობის ფაქტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველი მასალებით დასტურდება. სამსახურის არამიზნობრივი ხარჯების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია გუშინ დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველა ეს ხარჯი ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას დღემდე გრიფი "საიდუმლო"ედო.

გამოქვეყნებული სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, იუშჩენკოს აბანოს მომსახურებაში სულ 591 ლარია დახარჯული. ორდერი 2011 წლის 6 აპრილს არის გაცემული.

ინვოისის მიხედვით, მომსახურება 7 ადამიანზე იყო გაწერილი და მასში შედიოდა თაფლის მასაჟი, სამი ჩაიდანი ჩაი მურაბით, 6 მინერალური და 6 სასმელი წყალი, 7 საპონი, 7 შამპუნი და 7 წყვილი ჩუსტი. ინვოისს ხელს აწერს შპს "ნარიყალას" დირექტორი.

იხილეთ ვიდეო: "აბანო N5" - ჩაი მურაბით და თაფლის მასაჟი თბილისში მყოფი ვიქტორ იუშჩენკოსთვის

მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა