სად იკრიბებიან საიდუმლოდ მერაბიშვილი და უგულავა

სად იკრიბებიან საიდუმლოდ მერაბიშვილი და უგულავა

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილს დაგეგმილი აქცია საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდება", - გვითხრა ნაციონალების ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა და მიზეზიც დაასახელა: "მე არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობ, ჩემი საარსებო და ერთადერთი შემოსავალი არჩევნების დროს შემოსული თანხებია და თავი ამით გამაქვს, არ მინდა პრობლემები შემექმნას. 19 აპრილის მიტინგის მოსაწყობად ვანო მერაბიშვილმა ყველა ქალაქსა თუ რეგიონში შტაბები შექმნა, სადაც საიდუმლოდ იკრიბებიან გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, თბილისის მერიის ნაციონალი თანამშრომლები და 19 აპრილის გეგმებზე საუბრობენ. ერთხელაც, კონსპირაციულ ბინაში შეკრებისას, იქ გიგი უგულავას მიერ გამოგზავნილი რამდენიმე ჩინოვნიკი დაგვხვდა და გვითხრეს: - რამდენ ადამიანსაც მოიყვანთ აქციაზე, იმის მიხედვით მიიღებთ ანაზღაურებასო. მხარდამჭერთა ხელმოწერას და პირად მონაცემებს ითხოვენ. ვინც აგიტაციას გასწევს და 10-15 ადამიანს მიიყვანს აქციაზე, 300 ლარს და 50-ლარიან პრემიასაც მიიღებს. მე პირადად 50 ადამიანის მიყვანა მაქვს დავალებული. ვანოსთვის უკითხავს გიგი უგულავას, ამდენ ფულს რომ ვხარჯავთ, შედეგი რა გვექნება? ვანოს უთქვამს, შედეგი ციხის გარეთ ყოფნაა და რა - ცოტააო?", - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მამასთან მეგობრობს, ახალი ხელისუფლების პირობებში პრობლემები შეექმნა. მისი კომპანია უცხოეთიდან გადაზიდვებს აწარმოებდა და ამ ბიზნესს ვანო მერაბიშვილი მფარველობდა. "შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, ბიზნესმენს სააკაშვილის მამასთან დაუჩივლია, დავიღუპე, ბიზნესი გამიჩერდა და ვკოტრდებიო. ნიკოლოზ სააკაშვილს უთქვამს - არ იდარდო, ცოტაც მოითმინე, 19 აპრილი ჩვენი დაბრუნების დასაწყისი იქნებაო". ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ 19 აპრილს სააკაშვილი მერაბიშვილს წარადგენს პრეზიდენტობის კანდიდატად, მისივე თქმით, ნაციონალები აქციისთვის ყველაზე მეტ ხალხს სამეგრელოდან, ქუთაისიდან და ახალციხიდან ელიან. მათ ტრანსპორტირებას კი ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა უზრუნველყოფენ.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა