"ნაციონალებს" ორი დღის ხელფასი დაექვითებათ

 "ნაციონალებს" ორი დღის ხელფასი დაექვითებათ

საპარლამენტო უმცირესობის წევრებს 18-19 აპრილს სამსახურის გაცდენისთვის ხელფასები დაექვითებათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

მისი თქმით, ცუდია, რომ საკანონმდებლო მუშაობაში არც ერთი ოპოზიციონერი არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ესეც "ნაციონალების" "დამსახურებაა".

"ცუდია, როდესაც არ იქნება ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი პარლამენტში. თუმცა, ესეც მათი დამსახურებაა. თავისუფლად შეეძლოთ შეეთავსებინათ, თბილისში რომ ყოფილიყო პარლამენტი. ხელფასიდან ჩამოეჭრებათ ამ ორი დღის ანაზღაურება. საპარლამენტო ცხოვრება ასეთია - ან ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინათ, რაც არ გაუკეთებიათ. ისეთ აპოკალიფსს ხატავენ, თითქოს 19 აპრილს დაირაზმება მთელი საქართველო და ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად მივა იქ, სადაც ვანო მერაბიშვილი საქართველოს წლების განმავლობაში სცემდა, კლავდა, წამლავდა და ა.შ.", - აღნიშნა ხიდაშელმა.

უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, ხვალ "ნაციოანლებს" ძალიან დიდი დღე აქვთ და რომ 19 აპრილი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე პარლამენტი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა