ცნობილი ქართველი პიანისტი სპეციალურად დღევანდელი აქციისთვის ბერლინიდან ჩამოვიდა

ცნობილი ქართველი პიანისტი სპეციალურად დღევანდელი აქციისთვის ბერლინიდან ჩამოვიდა

"ნაციონალური მოძრაობის" აქციას პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც ესწრებოდა. აქციის განმავლობაში ხატია სცენაზე არ ასულა, ის აქციის მსვლელობისას ხალხთან ერთად იდგა. როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, ის ამ დღისთვის სპეციალურად დაბრუნდა გერმანიიდან თბილისში.

"ძალიან ბედნიერი ვარ. გამოვიქეცი ბერლინიდან სადაც მქონდა ჩაწერა და წესით უნდა მემუშავა, მაგრამ მე მათ ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი თბილისში. ცოტა დაგვიანებით მოვედი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი ხალხთან ერთად. მათთან ერთად აღვიქვამდი ამ ბედნიერებას, რასაც ჰქვია თავისუფლების ინსტიქტი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ქართველებს საბედნიეროდ ძალიან განვითარებული გვაქვს.

მე ვიცი, რომ ჩვენ დავძლევთ მონურ, შიშის ინსტიქტს, რომელსაც ცდილობენ რომ გააღვიძონ ჩვენში. ჩვენ მივაღწევთ დემოკრატიას ჩვენი თავისუფლების ინსტიქტის წყალობით. ჩვენი მეზობელი დიდი სახელმწიფო ცდილობს გააღვიძოს ჩვენში მონური ინსტიქტი, რომელიც დანერგა დიდი ხნის წინ, მაგრამ ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ. მე მჯერა ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარულის." - განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენ დავძლევთ მონურ ინსტინქტს" - "ნაციონალების" ცოლები და ცნობილი ქალბატონები აქციაზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"