თეა თუთბერიძე - ”ვინ ვისთან შევიდა გარიგებაში, მალე დაინახავს საზოგადოება”

თეა თუთბერიძე - ”ვინ ვისთან შევიდა გარიგებაში, მალე დაინახავს საზოგადოება”

"ნაციონალურ მოძრაობაში" მედროვეები არიან, რომელიც პირადი კომფორტისთვის ახალაიების მარგინალიზაციას ახდენენ", - განუცხდა "ამბები.გე"-ს "თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თუთბერიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ვიყავი. ვწუხვარ, რომ ის ხალხი, ახალაიების ოდენი კი არა, მისი 10%-იც რომ არ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის და წურბელებივით იყვნენ მომსხდარნი სახელმწიფო ბიუჯეტზე, სწორედ ისინი საუბრობენ, რა გაუკეთებიათ ახალაიებს ამ ქვეყნისთვის. ძალიან ვწუხვარ ასეთი მედროვეების გამო. ეს ადამიანები ყველა სიტუაციაში იყვნენ კომფორტულად და მომავალშიც მოახერხებენ. სწორედ ესეთი დამოკიდებულებით, არაპრინციპულობით, იმით, რომ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებენ პირად კეთილდღეობას, პირად ინტერესებს და პირად კომფორტს.

ცოტა ხნის წინ წავიკითხე ბატონ გიგა ბოკერიას განცხადება, რომელიც ცდილობს დათა ახალაიას მარგინალიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ გიგა ჩემთვის არ არის უმნიშვნელო პიროვნება, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა მაკავშირებს "თავისუფლების ინსტიტუტიდან", მე ვწუხვარ, რომ გიგა ასეთ განცხადებას აკეთებს დათა ახალაიასთან დაკავშირებით და ჩვეული მეთოდებით იბრძვის უკვე ახალაიების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან ცუდი. გავა დრო და ყველა დაინახავს, რა გაუკეთებიათ ამ ადმიანებს ამ ქვეყნისთვის. თურმე დათა ახალაია ვერ უძლებს ზეწოლას და ამის გამო გარიგებაში შევიდა "ქართულ ოცნებასთან". ვინ ვისთან შევიდა გარიგებაში, ამას ძალიან მალე დაინახავს ქართული საზოგადოება. ვისი წყალობით მოვიდა რუსეთის ინტერესების გამტარებელი "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, საიდან გამოვარდა ის ვიდეოები, რომელმაც გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ეტაპზე არჩევნების წაგება, ამასაც მალე მიხვდება საზოგადოება", - აცხადებს თუთბერიძე.

გიორგი ბერიძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა