პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის სასტუმროების მფლობელები დააკავეს

პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის სასტუმროების მფლობელები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის სასტუმროების მფლობელები დააკავა. სამინისტროს ცნობით, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს ბათუმის სასტუმრო " სთარის" მფლობელები: გელა ტ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე რამაზან ი, ასევე სასტუმრო "გენაცვალეს" მფლობელი, თამაზ ა.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. ისინი გადაყვანილი არიან ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში.

ამასთან, ერთ-ერთი სასტუმროს კლუბიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები "მარიხუანა" და "ექსტაზი".

შს სამინისტროს ცნობით, მოწმის სტატუსით დაიკითხნენ სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 254–ე მუხლით (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრელის გამოყოფა).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ