მშობლები პედაგოგს მეორე კლასელების სასტიკად ცემაში ადანაშაულებენ

მშობლები პედაგოგს მეორე კლასელების სასტიკად ცემაში ადანაშაულებენ

გორის რაიონის ვერტის სკოლის რამდენიმე მოსწავლის მშობელი სკოლის პედაგოგს ირინა ტურაშვილს უპირისპირდება და მეორე კლასელების სასტიკად ცემაში ადანაშაულებს. მშობლების განცხადებით, პედაგოგმა რამდენიმე დღის წინ ბავშვებს ჯოხით სცემა, მხოლოდ იმიტომ რომ გაკვეთილზე იცინოდნენ. მათივე თქმით, შვიდი წლის გოგონას, მანანა კაბისოვს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

გოგონას დედის, ია კაბისოვას განცხადებით, ბავშვს სამი დღის განმავლობაში პირღებინება ჰქონდა. გოგონას წოლითი რეჟიმი აქვს და ის სკოლაში არ დადის. გოგონაც და მისი თანაკლასელებიც აცხადებენ, რომ მასწავლებელმა ჯოხი თავის არეში ჩაარტყა. მოზარდებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორიც.

მზევინარ ცარიელაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე მოკვლევის შედეგად პედაგოგის მხრიდან ბავშვების ცემის ფაქტი დასტურდება. დირექტორის განცხადებით, ირინა ტურაშვილს სხვადასხვა გადაცდომაზე არაერთი საყვედური აქვს მიღებული.

მოკვლევის დასრულების შემდეგ დირექტორი არ გამორცხავს, რომ პედაგოგს სამსახურის დატოვება მოუხდეს.

კაბისოვის მშობელმა შვილის ცემის ფაქტზე პოლიციას განცხადებით უკვე მიმართა.

რაც შეეხება პედაგოგს ირინა ტურაშვილს, რომელიც სკოლაში გეოგრაფიის გარდა დაწყებით კლასებში მუსიკასაც ასწავლის,ის ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ამ განცხადებების უკან სკოლის დირექტორი დგას, რომელთანაც უთანხმოება აქვს.

"დადასტურებულად ვიცი, რომ სკოლის დირექტორი ზეწოლას ახდენს მშობლებზე და აიძულებს ჩემს წინააღმდეგ მსგავსი განცხადებები გააკეთონ, რათა სახელი შემილახონ. დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო, ამავე სკოლაში მუშაობდა პედაგოგად ჩემი დედამთილიც და დირექტორი მასაც და მეც სისტემატურად გვძალავდა ქრთამის სახით სხვადასხვა ძვირფასეულობას" , - აცხადებს ირინა ტურაშვილი.

პედაგოგი ტურაშვილი განათლების სამინისტროს დღეს მიმართავს და სკოლაში შექმნილ მდგომარეობაზე რეალობის დადგენის მიზნით მოითხოვს მოკვლევის ჩატარებას.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"