სოზარ სუბარი: "სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ციხეში ნორმალური კვებაა"

სოზარ სუბარი: "სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ციხეში ნორმალური კვებაა"

სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების მინისტრი:

სასჯელაღსრულების სისტემაში რაც ხდებოდა, ნათელი დადასტურებაა იმისა, როგორ "დაამარცხა" სააკაშვილმა კორუფცია. აქ იყო როგორც სისტემური, ისე ქვედა დონის კორუფცია. სისტემური კორუფციის მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით. სააკაშვილის ხელისუფლების დროს თვეში 90 ლარი იყო პატიმრის კვებაზე გამოყოფილი და არ მინახავს პატიმარი, რომელიც იტყვის, რომ ამ საჭმელს ჭამდა. ეს საჭმელი მთლიანად ე. წ. "პამოიში" მიდიოდა. დღეს, როდესაც კვება 5-ჯერ გაუმჯობესდა, პატიმრის კვება იგივე ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ კვების თანხა 120 ლარამდე გავზარდეთ, კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, დაადო ფასი, რომელიც 90 ლარზე ნაკლებიცაა. უწინ არ იყო და ახლა არის რძის პროდუქტები. კვირაში თუ ერთხელ იყო ხორცი, ახლა კვირაში ორჯერ არის ქათმის მოზრდილი ნაჭერი, სამჯერ საქონლის ხორცი და ორჯერ თევზის ფილე. პატიმრები კვირაში 1 კგ ხილს იღებენ. სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ნორმალური კვებაა და რაც მთავარია, სახელმწიფოს ეს იგივე ფასი უჯდება.

პატიმრის ერთი საკნიდან მეორეში ან ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანაშიც ფულს იღებდნენ. პატიმარი ახლობელს შუშის მიღმა რომ არ დალაპარაკებოდა და ოთახში შეხვედროდა, (500 ლარამდე) უნდა გადაეხადა. ეს იცოდნენ ზემდგომებმაც, ეს დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან დაშვებული კორუფცია იყო, მინისტრს კი არავინ არაფერს ეკითხებოდა.

ქვედა დონის კორუფციის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გახრწნილი სასჯელაღსრულების სისტემა იყო და ამასთან ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მეც კი დავიჯერე მითი, რომ ამ სისტემაში რაღაც გამოსწორდა. როდესაც ვნახე, რა პირობებში ცხოვრობდნენ პატიმრები, ეს მითი დაინგრა. დასანგრევია ზუგდიდის ციხე, სადაც წინა საუკუნეებში დადიანების საჯინიბო იყო. მე-16 დაწესებულებას ერთ კვირაში დავცლით და გავარემონტებთ.

მე-9 დაწესებულება ახალაშენებული შენობაა, მაგრამ ისიც საჯინიბოს ჰგავს. ეს არის უზარმაზარი ფართობი, 7-8-მეტრიანი სიმაღლის ჭერით, გადახურული თუნუქით. ზამთარში, როდესაც ცივა, 500 კაცის ამონასუნთქი ზემოთ კონდენსირდებოდა და ხალხს აწვიმდა. პატიმრებს წვიმისთვის რომ თავი დაეღწიათ, თავზემოთ ცელოფანები ჰქონდათ გადაჭიმული.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ