"ნაციონალური მოძრაობიდან" "ეროვნულ მოძრაობამდე"

"ნაციონალური მოძრაობიდან" "ეროვნულ მოძრაობამდე"

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ცხრუკვეთიდან ფხუკეთამდე

ჩვენ რომ გვეგონა, ცხრუკვეთის იქით ფეხს არ დგამდა, თურმე ფხუკეთსაც არ იკლებდა. ასეთი "ქართული" სახელის კურორტი ტაილანდში ყოფილა. არადა, შვებულება ოფიციალურად ერთხელაც არ აუღია. ხან რუჯის ფერით ვხვდებოდით და ხან თურქი პაპარაცების გადაღებული ფოტოებით, რომ ჩვენი პრეზიდენტი სადღაც დასასვენებლად გაძვრა. იმასაც ვხვდებოდით, ამას საკუთარი ფულით რომ არ აკეთებდა და ჩვენს ხარჯზე ისვენებდა, მაგრამ ასე კაპიკ-კაპიკ დათვლილი რომ წარმოგვიდგინეს, მაინც აღვშფოთდით. არადა - სულ ტყუილად! დღე და ღამე პრეზიდენტი ქვეყნის ბედზე რომ ფიქრობს და 24 საათი ქვეყანას აშენებს, ხანდახან დასვენებაც მოუნდება, აბა, რა იქნება! რომ იძახდით, მილიარდები აქვს მოპარულიო, მილიარდები რომ მოეპარა, შვილს სწავლის ფულს ბიუჯეტიდან ხომ არ გადაურიცხავდა? ან ქალებს ბიუჯეტის ფულით ხომ არ აჩუქებდა რაღაც-რაღაცებს?! "2010 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი წავიდნენ ავსტრიის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე, ჩაიტარეს გასახდომი პროცედურები, რაც ასევე ფარული ხარჯებიდან დაფინანსდა და თანხამ 115 ათას ლარს მიაღწია," - ნათქვამია ამ თემაზე გავრცელებულ ინფორმაციაში. მიშა და გიგი კორუმპირებულები რომ ყოფილიყვნენ, ამას იზამდნენ? მიშა რომ არ იპარავდა, ამიტომაც გაიღო ბიუჯეტიდან დუბაიში გატარებული დღეების ხარჯი. დუბაის ვინ ჩივის, მხარდამჭერებისთვის საჩუქებელი ცხვრებიც კი დაცვის სამსახურის ხარჯით აქვს ნაყიდი. ან ესპანელი მზარეულის ფულს გადაგვახდევინებდა?

ამას იკადრებდა, კორუმპირებული რომ ყოფილიყო და ჯიბეში მილიონები ჩაედო? მაშინ ხომ არ დახარჯავდა ჩვენი ჯიბიდან მზარეულისთვის ნახევარ მილიონ ლარს?

ამიტომ საერთოდ არ ვბრაზდები ჩვენს პრეზიდენტსა და მისი გუნდის წევრებზე. რა ექნათ, პატიოსანი და გაღლეტილი ბიჭები არიან და დასვენებაც და გართობაც ხომ უნდოდათ! მხოლოდ რამდენიმე ხარჯმა გამაბრაზა. აფთიაქში წამლის ხარჯი ან "გუდვილში" სანდრასთვის ნაყიდი წვენის ფული რამ გაგატარებინა საიდუმლო ხარჯებში, შე კაი კაცო?! ვერც ამას გასწვდებოდა შენი ხელფასი? ან ლობსტერის კუდი როგორ ჭამე მარტომ ჩვენს ხარჯზე? თან ლამის სამასი ლარი ამ ერთ კუდში რამ გადაგახდევინა? არა, ლობსტერის კუდს ვერ გაპატიებ, თორემ იუშჩენკო რომ აბანოში გაუშვი, ამას არც გსაყვედურობ. ეგ კაცი ისე გვედგა გვერდით, ერთი აბანო კი ეკუთვნოდა. უბრალოდ, საიდუმლო ხარჯი რატომ იყო მისი განბანვა, ეს ვერ გავიგეთ, თორემ ისე с легким паром... ბატონო ვიქტორ!..…

"ნაციონალური მოძრაობიდან" "ეროვნულ მოძრაობამდე"

არ ვიცი, 2007 წლის 7 ნოემერს ან 2011 წლის 26 მაისს, როდესაც მიტინგების დარბევის გადაწყვეტილებას იღებდნენ, მიშა და ვანო ფიქრობდნენ თუ არა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათაც მოუწევდათ მიკროფონით ხელში რუსთაველზე დგომა და მხარდამჭერებისთვის მიმართვა. სავარაუდოდ, არა. მათ ხომ მაშინ ეგონათ, რომ მინიმუმ კიდევ 30 წელი ხელისუფლებაში იქნებოდნენ. დღეს ისინი ქუჩაში დგანან და მიტინგებს ატარებენ. ხელისუფლებას მათ მხარდამჭერებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, არ გადაუხვიოს დასავლური კურსიდან. ეს ყველაფერი უკვე სასაცილოც აღარაა. ზოგჯერ აღარ გინდა ადამიანს, ასჯერ ნათქვამი გაიმეორო, მაგრამ მაინც გიწევს, დასვა რიტორიკული შეკითხვა:

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა